• January

    20

    2025
  • 93
  • 0
“გურიამ დაკარგა პროფესიონალი ექიმი” – ცნობილია ქალის ვინაობა, რომელიც ჩოხატაურში ავარიას ემსხვერპლა

“გურიამ დაკარგა პროფესიონალი ექიმი” – ცნობილია ქალის ვინაობა, რომელიც ჩოხატაურში ავარიას ემსხვერპლა

ცნობილი ხდება გუშინ, 19 იანვარს, ჩოხატაურში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი ექიმის ვინაობა.

როგორც ირკვევა, გარდაცვლილი ნინო პაიაჭაძეა.

“გურიამ დაკარგა პროფესიონალი ექიმი. ნინო წლები მუშაობდა ექიმ-ანესთეზიოლოგად. უკარგესი და თბილი… ყველა პაციენტს უყვარდა”,- წერენ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა 19 იანვარს, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორა-ბერეჟოულის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა – ავტომობილი, რომელსაც ექიმის მეუღლე მართავდა, მოცურდა და ხეს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად მძიმე ტრავმები მიიღო ნინო ექიმმა, რომლის გადარჩენა სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა..

რაც შეეხება მის მეუღლეს, იგი ინფარქტით და სხვა შინაგანი დაზიანებებით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

,,GEO NEWS” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახს.

მოამზადა-ირაკლი გიორგაძემ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor