• February

    28

    2025
  • 91
  • 0
გურიაში გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოები განიხილეს

გურიაში გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოები განიხილეს

გურიის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების, თავდაცვის ძალებისა და სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ, დღის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს.

სხდომაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო, გზის გაწმენდით სამუშაოებს და აღინიშნა, რომ რეგიონში, ავტომაგისტრალების ძირითადი ნაწილი თოვლისგან სრულად გასუფთავებულია და აქტიურად გრძელდება სხვადასხვა სოფლის ძირითადი გზების გაწმენდითი სამუშაოები.

ამასთან, სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ ინტენსიურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გურიის რეგიონის მოსახლეობის დიდ ნაწილს კომუნალური სერვისების მიწოდება აღუდგა. ელექტროენერგია დამატებით 2069 აბონენტს შეუფერხებლად მიეწოდება, რაც შეეხება მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების საკითხს, ჩოხატაურსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების პრობლემა აღარ დგას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების კიდევ უფრო ეფექტურად აღმოფხვრის პროცესში სასაზღვრო ვერტმფრენის ჩართულობის მნიშვნელობას.

სასაზღვრო პოლიციის ავიაციის ვერტმფრენი, რომელიც მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე ჩაერთო სამუშაოებში, საჭიროებისამებრ სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობს, მათ შორის უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების ნივთებისა და საკვების მიწოდებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, თავდაცვის ძალებთან და სხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ყველა შესაბამისი სპეცტექნიკით, დასავლეთ საქართველოში რჩებიან და სამუშაოებს განაგრძობენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor