• September

    9

    2023
  • 77
  • 0
გურიის გუბერნატორი – ყველა ღონისძიება გატარდება, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მაქსიმალურად ეფექტურად და მოკლე ვადებში დასრულდეს

გურიის გუბერნატორი – ყველა ღონისძიება გატარდება, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მაქსიმალურად ეფექტურად და მოკლე ვადებში დასრულდეს

ყველა ღონისძიება გატარდება, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და მოკლე ვადებში დასრულდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, – ამის შესახებ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს და ყველა შეტყობინებაზე რეაგირებას დროულად ახდენენ.

„მოგეხსენებათ, სტიქიამ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა გურიის რეგიონს, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს. მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, როგორც ოზურგეთის, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში. ჩართულია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახური, ცენტრალური ხელისუფლებიდან აქ ბრძანდებიან მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით მოსახლეობასთან, მაქსიმალურად ყველა შეტყობინებაზეა რეაგირება, ხდება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში გადაყვანა. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები როგორც გზების, ასევე ელექტროენერგიის, გაზმომარაგების და წყალმომარაგების. ყველა ღონისძიება გატარდება, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და მოკლე ვადებში დასრულდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები”, – განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor