• January

    20

    2025
  • 238
  • 0
დავით ახრახაძე : ,,ჩვენ ბევრნი ვართ და აუცილებლობის შემთხვევაში გარეთ გამოვალთ, რადიკალები ვერ გაიმარჯვებენ” !

დავით ახრახაძე : ,,ჩვენ ბევრნი ვართ და აუცილებლობის შემთხვევაში გარეთ გამოვალთ, რადიკალები ვერ გაიმარჯვებენ” !

ომის ვეტერანი დავით ახრახაძე მოსახლეობას ფსევდოლიბერალებისა და უცხოეთიდან დაფინანსებული ამორალური ახალგაზრდების მცირე ჯგუფების რეალურ სახეზე და საქართველოს წინაშე მდგარ სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებზე ესაუბრება.

ბატონი დავითი, ასევე აღნიშნავს, ქართული სპეცსამსახურების ეფექტურ საქმიანობას პროვოკაციების თავიდან აცილებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით. 

,,GEO NEWS” დავით ახრახაძეს ექსკლუზიურად ესაუბრა. 

ბატონო დავით, როგორ შეაფასებთ საქართველოში არსებულ დღევანდელ მდგომარეობას ?

-რთული მდგომარეობაა, თუმცა აქციების გამო კი არა, არამედ იმიტომ, რომ საყურეებიანი და პირსინგიანი ახალგაზრდები გვყავს, ყველას არ ვგულისხმობ, ცხადია. ამ კონტიგენტს მე ფურთხის შვილებს დავარქმევდი. რატომ ? ვისაც შეუძლია, რომ ადამიანს აფურთხოს, საჭმელშიც კი ჩაუფურთხოს, სხვა სახელს ვერ მოვუძებნი. ხაზს ვუსვამ, ისეთ ადამიანებს ვგულისხმობ, რომლებიც საკუთარ ზნეობრივ გადაგვარებას ვერ ხედავენ, რომლებმაც ღვინოში ჩაფსმით დაიწყეს და საჭმელში ჩაფურთხებით დაასრულეს. სამწუხაროდ, ეს უკვე ნორმად იქცა, რითაც მე უფრო შეშფოთებული ვარ, ვიდრე გულდაწყვეტილი. მართალია, ასეთი ახალგაზრდობა, მაინც და მაინც, დიდი რაოდენობა არ არის, მაგრამ ხომ იცით, კარგ ღვინოში მცირე ნავთი, რომ გადაურიო, ის ღვინო უკვე აღარ ვარგა.

ჩვენს ახალგაზრდებში ასეთი ნაწილი, რომ გამოერია, ამას კრიტიკულად ვუყურებ, რადგან ეს ერის გადაგვარებას იწვევს.

როგორ ფიქრობთ, რა კატეგორია ახალგაზრდები არიან და საიდან აღმოცენდნენ ?

-რა კატეგორიაა ? რა თქმა უნდა, სააკაშვილის მმართველობის პერიოდის პროდუქტია.

თეატრალურ უნივერსიტეტში ერთმანეთს აფურთხეს და ეს მაღალი ზნეობა ჰგონიათ. წარმოიდგინეთ, ერთმანეთს სახეში აფურთხეს და ასე ჩააბარეს სადიპლომო ნამუშევარი. ეს ყველაფერი იქიდან დაიწყო, როდესაც მათთვის ნორმად იქცა, გოგომ ბიჭს და ბიჭმა გოგოს სახეში, რომ აფურთხოს. აი, ამაში რაღაც მოდერნისტულს ხედავენ.

მოდით, პარალელი კიევის მაიდანთან გავავლოთ. ხომ არ თვლით, რომ იქაც ეს კატეგორია ახალგაზრდების დომინირებდნენ და იმიტომ მოხდა ის, რაც მოხდა, როგორც განვითარდა მოვლენები…

-ნამდვილად მსგავსი კატეგორია იყო და უკეთესი რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა ადამიანს, მაგრამ ჩვენ, ქართველებმა, ამ და სხვა მძიმე მაგალითების ფონზე, ჭკუა ვისწავლეთ.

საქართველოს ხელისუფლებას ეს კინო ნანახი აქვს და ის შეცდომები, რაც მაშინ უკრაინულმა საზოგადოებამ და ხელისუფლებამ დაუშვა, ჩვენთან ხალხის და მმართველი ძალის მიერ წინასწარ იქნა გათვალისწინებული. ხელისუფლებამ წინასწარ იცის რას გააკეთებენ ისინი ხვალ, რადგანაც დაწერილი სცენარით მოქმედებენ და არავითარი ბუნებრივი პროტესტი არ არსებობს. მათ ძალიან უნიჭოდ, ე.წ. ,,კოპი ფეისტით” აქვთ უკრაინული სცენარი გადმოწერილი, თუმცა არაფერი გამოუვათ.

ჩვენთან მთავარი რაც ვერ შესძლეს არის ის, რომ სროლა ვერ დააორგანიზეს. რატომ ? წლებია უკრაინაშია წასული ყველა ის პირი, ვისაც სროლა და ხალხის გაწირვა შეუძლია, ამიტომაც, აქ სისხლის ღვრას ვეღარ ახერხებენ. ჯენზი თაობაღა დარჩათ, რომელსაც პარლამენტის კედლებზე მხოლოდ ბრახუნი და ფურთხება შეუძლია, ხოლო სერიოზული შემსრულებელი ქილერები საქართველოს შიგნით დღეს აღარ ჰყავთ.

სანამ აკერმანი ამ ჯენზისა და ფურთხის შვილებს ამზადებდა, ჩვენს სახელმწიფო უშიშროებას მანდ თავის ხალხი უკვე ეყოლებოდა, შესაბამისად, ინფორმაციაც ექნებოდა თუ რას აპირებდნენ. ჩვენი ქვეყნის უშიშროება უსაქმოდ და გულხელდაკრეფილი ნამდვილად არ ზის.

და ტრამპის ფაქტორზე რას ფიქრობთ, როგორ გავლენას მოახდენს საქართველოსა და  რეგიონზე ?

თუ ტრამპმა არჩევნები არ აღიარა, რა თქმა უნდა, პროტესტანტების წისქვილზე დაასხამს წყალს, თუმცა ჩვენი ხელისუფლება ეროვნული ინტერსების დაცვაში უკვე გამოიბრძმედა, რასაც ბაიდენის ადმინისტრაციის ქმედებებმა მნიშვნელოვან წილად ხელი შეუწყო, ასე ვთქვათ, გამოცდილება შესძინა, ასე რომ, ყველაფერს გაუმკლავდება. მე ამ მთავრობას ვუყურებ, როგორც ეროვნულ მოძრაობას, რომელიც საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს კარგად იცავს.

ტრამპთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ის ფაქტორი თუ როგორ იმუშავებენ ,,ნაცმოძრაობის” ლობისტები. ტრამპმა რა იცის საქართველოზე ? მხოლოდ ის, რასაც მისი მრჩეველები და ლობისტები ეუბნებიან. თუ ტრამპმა ,,ნაცების” ლობისტებს დაუჯერა, მაშინ მათ გარკვეული დრო სულს ჩაუდგამს და თუ არ დაუჯერა, მაშინ მათი ე.წ. პროტესტის დღეები დათვლილია.

მე მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლება ეროვნულ გზაზე დგას, ასე რომ, თუ ზეწოლა იქნება,  გაუმკლავდება, გაუძალიანდება და პატრიოტულ გზაზე სვლას განაგრძობს.

დაბოლოს, მიიჩნევთ თუ არა, რომ საქართველო ორადაა გაყოფილი თუ ეს ჯენზი მოძრაობა მხოლოდ მცირე ნაწილია მოსახლეობის საერთო მასის ?

-არა, რა შუაზეა გაყოფილი, ჩამოდით რეგიონში და ნახავთ, რომ აქ ასეთი რამ არ ხდება. და მსგავსი, რომ გაბედონ, ხალხი ამ უვიცებს წყალში ჩაახრჩობს. ასეთი რამ დედაქალაქში და კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში ხდება, თანაც უცხოური დაფინანსებით. როგორც კი გამოელევათ ფული, დაიშლებიან. 

ანუ გარკვეული „ბაბლი და ფსევდო ელიტები“ მეთაურობენ ამ არეულობებს ?

-ცხადია. ვიმეორებ, რასაც თბილისში ვუყურებთ, ვერც ზუგდიდში, ვერც ხაშურში, ვერც თელავში და ვერც სხვაგან, ვერ ნახავთ. ისინი ქუჩაში ასეთი სახით ვერ ივლიან. ბოდიშით და, ლოკალური გადახრების მქონე ,,ტიპები” არიან.

ვურჩევ ახსოვდეთ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და აუცილებლობის შემთხვევაში გარეთ გამოვალთ და დავიცავთ ჩვენს საქართველოს და ეროვნულ ხელისუფლებას, რადიკალები ვერ გაიმარჯვებენ, გამორიცხულია. 

ირაკლი კერესელიძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor