• April

    16

    2025
  • 160
  • 0
დავით ბოთერა ბოთერაშვილი : ,,შემართება, როგორც სიმბოლო ერთგულებისა და ადამიანთა შორის სიყვარულისა”

დავით ბოთერა ბოთერაშვილი : ,,შემართება, როგორც სიმბოლო ერთგულებისა და ადამიანთა შორის სიყვარულისა”

,,GEO NEWS” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს გამორჩეულ და განსაკუთრებულ რესპონდენტთან, რომელიც ნაკლებად ანებივრებს მედიას ამ სახის ინტერვიუებით. ეს ფაქტი კი, ჩვენს მასალას განსაკუთრებულ ხიბლსა და ინტერესს სძენს.

წარმოგიდგენთ მოცულობით ინტერვიუს პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორ, ხაიტის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერ მუშაკს, საქართველოს პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსთან, ბატონ დავით ბოთერა ბოთერაშვილთან, რომელიც ორიგინალური და სიღრმისეული კუთხით აანალიზებს მსოფლიო მოვლენებს და ისეთი სიღრმისეული ანალიზით წარსდგება თქვენს წინაშე, რაც, არა მარტო, მისი ინტელექტუალური შესაძლებლობებით მოგხიბლავთ, არამედ დიდ სურათში დაგანახებთ მსოფლიოს აქტუალურ საკითხებს და ჩვენი რეგიონის პრობლემატურ ლანდშაფტს.

ესაა პირველი ინტერვიუ იმ ინტერვიუთა ციკლიდან, რომელსაც ამ უთუოდ გამორჩეულ და ექსკლუზიურ რესპონდენტთან ვგეგმავთ, რომ უკეთესად ავუხსნათ და დავეხმაროთ ჩვენს მკითხველს, იმ სამყაროს გარკვევაში, რომელშიც ვცხოვრობთ.

ბატონო დავით, ჩვენი მკითხველისთვის საგულისხმო და გამორჩეულია თქვენი ხედვები, როგორც აზრის გამოხატვის მასშტაბით, ისე ხედვის ორიგინალურობითა და გაბედულებით. ამიტომაც, მოდით, თქვენი ხედვის გაშლით დავიწყოთ ამბის თხრობა. ის, რაზედაც თქვენ აფრთხილებთ რუსეთს და ის საფრთხეები, რაზეც მიუთითებთ და მათი სრულად გაცნობიერება რუსეთის მხრიდან, ხომ არ შეიძლება მატრიგერირებელი აღმოჩნდეს ახალი დაპირისპირებისა რუსეთსა და აშშ-ს შორის ?

-განგების მიერ ნაკარნახევი თითოეული ჩვენთაგანის წილხვედრი ჯვარის სატარებელი მანძილი, წონა და სიმძიმე ისევე გაუსაძლისია, ვიდრე ნებისმიერი სხვისა. ამიტომ, მე, ვღებულობ იმ პასუხისმგებლობას, ყველაფერი იყოს განპირობებული იმისათვის, რომ ემსახუროს ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს. ამ შემთხვევაში, ქვეყანა ნაგულისხმები მაქვს, როგორც ზოგადსაკაცობრიო მასშტაბი. ამიტომ, იმისი, რაც მწამს, ყოველგვარი გადახვევის გარეშე, შემიძლია თამამად განვაცხადო.

ის, რაც ვთქვი ეფუძნება, არა რაიმე პირად შთაგონებას, ან ზოგად მოსაზრებას, არამედ მრავალწლიან დაკვირვებას, ანალიზსა და ინფორმაციებს, ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება იმ საშიშროებას, რომ ჩემმა განცხადებამ შესაძლოა, საფუძველი ჩაუყაროს მძიმე დაპირისპირებას, ვფიქრობ, რომ იქიდან გამომდინარე, რაკიღა, ჩემს ცხოვრებაში გარკვეული გამოცდილებაც, ისე და იმ ფორმით შევიძინე, რაც მაძლევს იმის პოტენციალს მქონდეს ერთგვარი ექსპერტული ხედვა სიღრმისეულ საკითხების ჩაწვდომისა, ერთგვარად სულ მახსოვს ჩემი სიახლოვე გარკვეული ტიპის მსოფლიო მოვლენებთან და მათ დაგეგმარებასთან, იქნება ეს საბჭოთა ტოტალიტარიზმის კრახი, არაბული გაზაფხულის დაგეგმარება, თუ მოვლენები ახლო აღმოსავლეთში.

თავს ვალდებულებად მივიჩნევ, ეს განცხადება გავაკეთო, შესაბამისად, ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში მიმაჩნია, რომ უნდა განვაცხადო იმის შესახებ, რაც საკეთილდღეო იქნება ქვეყნისა და ხალხისათვის. ეს გაფრთხილება არის და ემსახურება იმ მოწოდებებს, რომლებიც ჩემს მიერ აღქმული, გათავისებული და გამხელილია იმ სახელმწიფოებისა და ხელისუფლებების მიმართ, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღების უნარი გააჩნიათ.

რაც შეეხება გაფრთხილებას, მე, მზად ვარ მოვიყვანო ის მტკიცებულებები და არგუმენტები, რაც დაადასტურებს ჩემი მოსაზრებების მართლზომიერებას.

-მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თქვენი გაფრთხილების პარალელურად, მსოფლიოში ვითარდება ისეთი მოვლენები, რომლებიც ტრამპის ახალი გაპრეზიდენტების ფონზე, დღის წესრიგში აყენებს მსოფლიოში ახალი გავლენის სფეროების გადანაწილების საკითხს, სადაც კვლავ ამერიკა და რუსეთი იტყვიან საკუთარ მთავარ სიტყვას, ამას როგორ შეაფასებდით ?

-მინდა იცოდეთ, რომ უკრაინიდან რუსეთის განდევნით და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებზე რუსეთისათვის გავლენის შემცირებით, ძალიან დიდი და განუსაზღვრელი რისკების აღება ხდება, რადგანაც რუსეთი, ან გაიმარჯვებს, ან კაცობრიობა შეწყვეტს არსებობას.

რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს და ზოგადად მიმიდინარე პროცესებს მსოფლიო მასშტაბით – იმ ქმედებებს, რომელსაც ადგილი აქვს სადღეისოდ, საფუძველი ჩაყრილი აქვს ათწლეულების წინ.

ბატონო დავით, როგორია თქვენი ხედვა და შეფასება ჰამასის მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმისა და შემდგომი მოვლენებისა ?

-მინდა კარგად გასაგები გავხადო ის, თუ რა მოხდა იმ ავბედით დღეს ისრაელში.

რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ეს იყო მაღალი დონის სპეცოპერაცია, რომელიც ისრაელის და ჰამასის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობით დონეზე გადაწყდა, რის მერეც ისრაელმა გაანეიტრალა ჰამასის ის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ვისთანაც შეთანხმებული იყო ეს ოპერაცია და ვისთან ერთადაც ჩაატარა. ამ ყოველივეს მიზანი კი, ის გახლდათ, რომ, როდესაც ისრაელი ( აშშ-ს დახმარებით ) გაანადგურებს ირანის ბირთულ პოტენციალს, რასაც შესაძლოა, დიდი სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვეს, ეს არ იყოს მსოფლიო საზოგადოებისათვის მიუღებელი და აღმაშფოთებელი, რადგანაც ყველასათვის წინასწარ იქნება ცნობილი, თუ რა სახის ბოროტების ღერძი შექმნა ირანმა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც ჰამასი ნამდვილად გახლავთ, ჰიზბალას, ჰუსიტებსა და ერაყულ მილიციის დანაყოფებთან ერთად. 

რაოდენ საყურადღებოა, რომ აშშ-ს სამხედრო ძალების 2/3 განლაგებულია ახლო აღმოსავლეთში, რაც მოიცავს რამდენიმე 100 ათას ჯარისკაცს და ასევე, ასეულობით ხომალდსა, თუ სამხედრო ავიამზიდავებს. მარტო ირანის პოტენციალის შესაკავებლად ამხელა ძალა საერთოდ არ არის საჭირო, რომ მობილიზებული იყოს ამ რეგიონში, სხვა რა მიზანი აქვთ თუ არა, რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმა, რაც ვერ შეაჩერებს რუსეთის ზრახვებს, მის მისწრაფებებს. არც ერთ შემთხვევაში, რა ძალებიც არ უნდა იყოს მობილიზებული რეგიონში, რუსეთის სამხედრო ძალით დამარცხება არა და ვერ განიხილება. დანარჩენი, ყოველივე დასავლეთის მიერ დადგმული მასკარადი და აგორებული ჩვეულებრივი აფიორაა.

ვიმეორებ, ნებისმიერი შედეგი, რომელიც განსხვავებული იქნება ნატოს შეიარაღებული ძალებისა და აღჭურვილობის, თუგინდ, ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებიდან და არა მხოლოდ, სრულყოფილი განდევნისაგან, იქნება მარცხი რუსეთის ფედერაციისა, ამიტომ რუსეთი, ან გაიმარჯვებს, ან კაცობრიობა შეწყვეტს ფიზიკურ არსებობას.

რამდენად სწორად შეაფასებდით აშშ-ს იდეოლოგიური პროპაგანდის ნაწილს, რასაც რუსეთთან მიმართებაში აქვს ადგილი ?

-კაპიტალისტური პროპაგანდა იყენებს იდეოლოგიურ წნეხს მსოფლიოზე, რომ შექმნას ფსევდო ილუზია დემოკრატიულობისა.

როგორც მოგეხსენებათ, ბრბო არის უმრავლესობა ნებისმიერ საზოგადოებაში და სწორედ ბრბოზე გათვლილი იდეოლოგიით უპირისპირდებიან რუსეთს. რაც საგულისხმოა, არის ის, რომ ბრბოს მმართველობა, ანუ ოხლოკრატია ხშირად არის შემოპარებული, როგორც ნამდვილი დემოკრატია, რაც ასე, რა თქმა უნდა, არაა და ყველაფერი საჭიროებს სწორ სახელდებას, რათა მისი არსი ცალსახა და ცხადი იყოს ყველასათვის. ამ სახის მანიპულირება ჯერ კიდევ არისტოტელეს დროიდან არის გამოყენებაში და ოხლოკრატია საღდება, როგორც დემოკრატია.

ასე რომ, რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს, ეს ნაწილია იმ ავანტიურიზმისა, რასაც თქვენს სტატიაში მე, მოტყუების ხელონვება ვუწოდე. დასავლეთში არაერთი პრობლემაა სერიოზული სახის. მაგალითად, ისიც შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ თუნდაც, თქვენნაირი ჟურნალისტი ვერ დასაქმდება პროფესიით, თუ თქვენი იდეოლოგია არ არის სრულ თანხვედრაში მმართველი ელიტების ხედვასთან.

დასასრულ, მინდა გითხრათ, რომ რუსეთი არ წააგებს და ვერ წააგებს, და თუ რუსეთი წააგებს, მაშინ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, კაცობრიობა შეწყვეტს არსებობას, რაც, როგორც ხვდებით ტრაგიკული გამოსავალია. ზუსტად ამიტომ მინდა ყველამ კარგად და ბოლომდე გაიაზროს, თუ რამდენად სახიფათო და ტრაგიკული შესაძლოა, იყოს რუსეთის მიმართ ისეთი აგრესია, რასაც დღეს მსოფლიოს დასავლურ ნაწილში ვაკვირდებით და რაც შესაძლოა, მძიმე შედეგებით დამთავრდეს.

რუსეთი ისტორიულად იყო და დღესაც რჩება მსოფლიო დონის პრეტენდენტად და ყველა ქვეყნის პოლიტიკურმა, თუ ინტელექტუალურმა ელიტამ, სჯობს ეს ფაქტი ბოლომდე გაისიგრძეგანოს და სათანადო სიფრთხილით იმოქმედოს.

დასასრულ, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს აქვს პრივილეგია არ მიემხროს არც ერთ დიდ სახელმწიფოს და საკუთარი სუვერენული თამაში ითამაშოს მსოფლიო არენაზე, რაც ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესს მოემსახურება და საქართველოს დამოუკიდებლად განვითარებას წაადგება და საბოლოო შედეგში, მიანიჭებს მას ნეიტრალური სახელმწიფოს სუვერენიტეტის მატარებელი ქვეყნის სტატუსს, ვინაიდან დანარჩენმა ყველა ე.წ. „ნეიტრალურმა“ ქვეყნებმა უკვე დაიჭირეს მხარე და ამით, საქართველო ერთადერთ გამონაკლისს დასახავს, რომელსაც მხარე არ დაუჭერია არსებულ მსოფლიო პოლიტიკურ ვითარებაში.

ირაკლი კერესელიძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor