
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
დავით გარეჯის საქმეზე პროცესი ბრალდების მოწმეთა დაკითხვით განახლდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით განახლდება.
როგორც საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, დღეს ორ მოწმეს – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელს და საქმის ერთ-ერთ გამომძიებელს დაკითხავენ.
პროკურორის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გამოთხოვილია დოკუმენტაცია რომელიც საქმეს აქვს დართული და მოწმეს ამ მიმართულებით დაუსვამს შეკითხვებს, გამომძიებელთან კი შეკითხვები მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ექნება.





