• September

    18

    2023
  • 507
  • 0
დათო ლორთქიფანიძე : საკონსტიტუციო სასამართლო თუ დაადასტურებს კანონის დარღვევას, მაშინ იქნებ ოპოზიციას გაეხსნას გონება და პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს

დათო ლორთქიფანიძე : საკონსტიტუციო სასამართლო თუ დაადასტურებს კანონის დარღვევას, მაშინ იქნებ ოპოზიციას გაეხსნას გონება და პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს

რა გზავნილები ჩამოიტანა ჯოზეფ ბორელმა საქართველოში და ვინ შეიძლება დაეხმაროს მმართველ ძალას, რომელსაც პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუატის ხმა სჭირდება ? ,, Geo News” ,, ქართული ოცნების” ერთ-ერთ დამფუძნებელს, მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრს, დათო ლორთქიფანიძეს ესაუბრა. 

ბატონო დათო, ახლახან საქართველოს ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი სტუმრობდა. მან აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქვეყანაში ცოცხალი  დემოკრატიული სისტემა არსებობდეს, რა მიმართულებითაც წინსვლა სახეზეა. მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა, რაშიც გვერდში დგომას განაგრძობენ, როგორ შეაფასებდით მის გზავნილებს ?

– ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის ჟოზეფ ბორელის ვიზიტი დროული იყო იმ გაგებით, რომ საზოგადოებამ დაინახა, რომ ევროპა მხარს გვიჭერს. ასეთი მაღალი რანგის სტუმრობა და ქვეყნის ხელმძღანელობასთან შეხვედრებიც ამის დასტურია.

რა თქმა უნდა,  ოპოზიციას არაფერი მოსწონს და მათთვის ეს ,,გამაფრთხილებელ ვიზიტად”იქნა აღქმული. მოკლედ, რადიკალურ ოპოზიციას აშკარად აღქმისა და რეალური სურათის დანახვის პრობლემა აქვს.

ოპოზიცია იქით იყოს და, ბორელის მესიჯებიდან გამომდინარე რა დასკვნა გამოიტანეთ, საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს მიიღებს თუ არა,  რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს ?

-ბორელის ვიზიტი კიდევ უფრო მიღრმავებს იმის მოლოდინს, რომ წლის ბოლოს სტატუსს მოგვცემენ.

მოდით, გულწრფელნი ვიყოთ : დიდი როლი პოლიტიკურმა მოსაზრებებმა და უკრაინაში ომმა განაპირობა, ამიტომ უკრაინასა და მოლდოვას სტატუსი მისცეს, ჩვენ კი არა. არადა  საქართველო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა და ნამდვილად იმსახურებდა სტატუსს. აქვე ვიტყვი, მაშინ როდესაც მოლდოვა ,,სნგ”-ს წევრი იყო და შენ მას, საქართველოსგან განსხვავებით, სტატუსს აძლევ, არ მგონია, ეს მთლად სწორი და მისაღები იყოს.

-,,ქართული ოცნება” მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.  ბორელი თვლის, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი სიტუაციას დაძააბავს. როგორ ფიქრობთ, რამდენად დროულია მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება?

-რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, გასაგებია, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის ნამდვილად, არის გარკვეული უხერულობა, როცა ჩვენივე ძალისხმევით ( ქალაქ-ქალაქ, უბან-უბან დავდიოდით მის არასრჩევად ) არჩეულ პრეზიდენტთან მიმართებაში იმპიჩმენტის პროცედურას იწყებ, მაგრამ როცა საქმე ეხება ქვეყნის მთავარი კანონის, კონსტიტუციის დარღვევას, აქ ყველა თანაბარ ანგარიშვალდებულია.

ისიც ნუ გვავიწყდება, რომ გადამწყვეტი და არა საბოლოო სიტყვა საკონსტიტუციო საამართლოს ეკუთვნის და ერთ თვეში ვერდიქტს გამოიტანს. აი, ამის შემდეგ პარლამენტი 2 კვირის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას. კი ბატონო, 100 ხმაა საჭირო და ეს ხმები უმრავლესობას ( ხელისუფლებას ) არ აქვს, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო თუ დაადასტურებს კანონის დარღვევას, მაშინ იქნებ ოპოზიციას გაეხსნას გონება, მოეხსნას, ასე ვთქვათ, კომპლექსები და იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს, ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს მაინც სცეს პატივი, არ დააიგნოროს.

ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები, რაღა დაგიმალოთ და, მეც დიდი ინტერესით ვაკვირდები.

შესაძლოა, ,,ოცნება” რომელიმე ოპოზიციურ პარტიას გაურიგდეს ?  ამასობაში, ,,ნაცმოძრაობა” მგონი მარტივ-მამრავლებად იშლება. არის საუბრები, რომ ნიკა მელია პარტიას ტოვებს, ხაბეიშვილი პრემიერის დაკავებას ითხოვს, დაბნეულები და დაქსაქსულები არიან…

-არ მგონია, ,,ნაციონალური მოძრაობის” თავგზააბნეულობა, ურთიერთ არგაგება, ერთმანეთში უთანხმოება და კინკლაობა ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. ხალხის უმრავლესობას ეს პარტია საერთოდ არ აინტერესებს, მათ შორის მეც. ჩემთვის არაა საინტერესო ბოროტებისა და მკვლელების სინდიკატში რა გარჩევები მიმდინარეობს. თავად მიხედონ თავიანთ დაოხრებულ წარსულსა და აწმყოს. მომავალი კი, ქართულ საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყანაში არ მგონია, ჰქონდეთ.

,, ვხედავთ, რომ ქვეყნის შიგნიდან და გარედან, პრეზიდენტზე მიდიოდა და მიდის პირდაპირი ზეწოლა შეწყალების გამოყენებაზე, ამაში ფულია გადახდილი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. რამდენად მოსალოდნელია, რომ ხელისუფლებაზე განაწყენებულმა ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს ?

-ვფიქრობ, პრეზიდენტი სააკაშვილს არ შეიწყალებს. არ მგონია,ზურაბიშვილმა სააკაშვილის შეწყალების ნაწილში ეს ნაბიჯი გადადგას, მით უფრო, როცა მიშაზე სხვა დაუსრულებელი სისხლის სამართლის საქმეებიცაა, რაც ზურაბიშვილს შეწყალების შემდეგ არ აძლევს  მყარ გარანტიებს სააკაშვილის თავისუფლებაზე ყოფნისა.

და ბოლოს, რა გეგმები გაქვთ, აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვებით ? 

-რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ მომავალს, გულწრფელად გეტყვით, რომ ერთი დღე პოლიტიკის გარეშე არ მიცხოვრია და ათასობით ამომრჩეველი დამეთანხმება ამაში. აქტიურად ვარ ჩართული პროცესებში, მიწვევენ ტელევიზიები, მეკითხებიან პოზიციასა და მოსაზრებებს ამა თუ იმ საკითხებზე, ასევე ბეჭდვით მედიაში ( თქვენი ეს ინტერვიუც ამის დასტურია ). ასე რომ, საინტერესო, რომ არ იყოს ჩემი მოსაზრებები, მაშინ არც დაინტერესდებოდით.  მოკლედ, როგორც იტყვიან პოლიტიკურადაც კარგ ფორმაში ვარ და რა სტატუსი მექნება 2024 წლის არჩევნებში, ეს პოლიტიკური გუნდის ლიდერების გადასაწყვეტია.

მოგეხსენებათ ,,ქართული ოცნების”ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ და მაშინ, როცა ბევრი ვერ ბედავდა ,,ნაცების”რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, ჩვენ ვიბრძოდით და ეს ბრძოლა 2004 წლიდან დავიწყეთ, მაშინ როდესაც  2012 წლის მთავარი აქტორი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, ვისზეც გაკეთდა აქცენტი. ჩვენ 2011 წლის ოქტომბრიდანვე მის გვერდით დავდექით. ,, ქართუ ბანკში” შვილების დეპოზიტებიც კი გავხსენით. გახსოვთ ალბათ აქცია, როცა ბიძინას ყველაფერს უყადაღებდნენ და ბანკში დანაზოგები მხარდასაჭერად პენსიონერებს მიჰქონდათ. აი, მას შემდეგ უკაცრავად და, ,,აქეთ-იქეთ”არ გვიქანავია.

ამომრჩეველთან ყოველდღიური კომუნიკაცია მაძლევს იმის განცდას, რომ ჩვენ 2012-იანელებს ისევ გვაქვს ჩვენი შეგნებული მხარდამჭერების ნდობა და მადლობა მათ ამისთვის.

ქეთი ხომერიკი

 

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor