• September

    26

    2024
  • 53
  • 0

დავით მათიკაშვილი – გაერო-ს ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთა ქვეყნის რეგიონული როლისა და სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ

გაერო-ს ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთა ქვეყნის რეგიონული როლისა და ეკონომიკური კუთხით სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გაერო-ს ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძემ ოსი და აფხაზი თანამოქალაქეების მიმართ გააკეთა გზავნილი, რომელიც ყველა ხიდის აღდგენას და ურთიერთშერიგებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენას გულისხმობს.

„სხვა უმნიშვნელოვანეს გზავნილებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან გააკეთა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი. პირველი ეს გახლავთ რეგიონული მასშტაბით სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების ზონიდან შესაძლებლობების ზონად გადაქცევის შესახებ, სადაც საქართველოს გააჩნია ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორც მშვიდობის შენარჩუნებისთვის მებრძოლ ერთგვარ პლაცდარმს. ქვეყნის შიდა კუთხით, ჩვენი ოსი და აფხაზი თანამოქალაქეების მიმართ გაკეთებული გზავნილი, რომელიც ყველა ხიდის აღდგენას და ურთიერთშერიგებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენას გულისხმობს. იყო სხვა არაერთი გზავნილი, საქართველოს როლი რეგიონში როგორც მშვიდობის შენარჩუნებისთვის მებრძოლი ქვეყნის, მისი სტრატეგიული დანიშნულება ეკონომიკური კუთხით და ევროპის ენერგომომარაგების თვალსაზრისით. ამასთან, შუა დერეფნის თვალსაზრისით, რომელიც გახლავთ დღესდღეობით მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მარშრუტი აზიიდან ევროპაში ტვირთვის გადაზიდვასთან დაკავშირებით; ის როლი რომელსაც ჩვენი ქვეყანა როგორც რეგიონული მოთამაშე რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით ასრულებს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor