• February

    26

    2026
  • 74
  • 0
დავით მათიკაშვილი – დიდი ბრიტანეთის ელჩს ქართული მხარის სამართლიან კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა

დავით მათიკაშვილი – დიდი ბრიტანეთის ელჩს ქართული მხარის სამართლიან კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა

დიდმა ბრიტანეთმა სამარცხვინო გადაწყვეტილებების რეიტინგში პირველობა არავის დაუთმო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის ელჩს დღეს მოუწევს ქართული მხარის სამართლიან კითხვებზე პასუხის გაცემა, პატარა საქართველოში თავისუფალი სიტყვის ჩახშობით უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ როგორ ეხმარებიან.

„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სტამბოლში, პრაქტიკულად, უკრაინას სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე უარი ათქმევინა. იმ შეთანხმებაზე, რომლითაც უკრაინა ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით იმ სტატუსკვოს დიდწილად ინარჩუნებდა, რომელიც ომის დაწყებამდე ჰქონდა. დღეს დიდი ბრიტანეთი საქართველოში ტელეკომპანიებს – „იმედს“ და „პოსტივის“ ასანქცირებს სასაცილო მიზეზით. „იმედი“ და „პოსტივი“ თურმე უკრაინის დესტაბილიზაციას უწყობენ ხელს. მსგავსი ცინიზმი, მსგავსი ამორფული დამოკიდებულება მოვლენების მიმართ გამორჩეულია იმ გადაწყვეტილებებს შორის, რაც დიდ ბრიტანეთში მიუღიათ. მაგალითად, ნავთობსადენ „დრუჟბას“, რომლითაც ევროპაში რუსული ნავთობი და გაზი მიედინება, რომლითაც რუსეთი მილიარდებს იღებს ევროკავშირიდან, თურმე სანქცია უნდა მოეხსნას, რადგან სანქციის ახსნა ხელს უწყობს უკრაინას ომში, „იმედი“ და „პოსტივი“ კი, რომლებიც თავისუფალ სიტყვას ქადაგებენ, თურმე უკრაინის დესტაბილიზაციას ახდენენ. ერთი რამ იცოდნენ, ქართველ ხალხს „იმედს“ ვერ გაუქრობენ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, იყო დრო, როდესაც, ისევ მეხუთე კოლონის ხელისუფლებაში ყოფნისას, ხელკეტებით, წიხლებით, იარაღის გამოყენებით „იმედის“ შენობა დაამსხვრიეს, ჟურნალისტებს სცემეს, ტელეკომპანია „იმედი“ მიიტაცეს, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შემოტრიალდა ისე, როგორც უნდა შემოტრიალებულიყო.

„ტელეკომპანია მფლობელს, ხალხს დაუბრუნდა. დღეს თავისუფალი სიტყვის პლაცდარმები საქართველოში – „იმედი“ და „პოსტივი“ ასე ურცხვად და უსინდისოდ არიან დასანქცირებული, თუმცა ეს ყველაფერი ფუჭია, რადგან ძალმომრეობით ვერაფერს მიაღწევენ. რაც უფრო მეტად გამოჩნდება სუბიექტური ძალმომრეობა ქართულ თავისუფალ მედიაზე, მით მეტად გაძლიერდება ამ ორი ტელეკომპანიის მხარდაჭერა და თანადგომა. ამ სანქციების მიზანია თავისუფალი სიტყვის დახშობა. მათი აზრით, თავისუფალი სიტყვა არ უნდა ისმოდეს, საზოგადოება უნდა იყოს ჩაკეტილი „ბაბლის“ მრუდე, დეგრადირებულ საინფორმაციო ლაბირინთში და ალტერნატიული აზრი, სიტყვა, რომელიც არ ესადაგება დღეს მსოფლიოში მოქმედი არაფორმალური მმართველობის საცეცების შეხედულებებს, უნდა იყოს ამოძირკვული საინფორმაციო ველიდან. ერთი არგუმენტი მაინც შეეთხზათ. „იმედი“ და „პოსტივი“ ახსენეს უკრაინის დესტაბილიზაციასთან. მსგავსი სისულელე მოუსმენია ვინმეს აქამდე? ამ უტიფრობას პასუხები სჭირდება და სწორედ ამ პასუხისთვის არის დაბარებული ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამ გადაწყვეტილების შემოქმედებმა თავი სასაცილოდ გაიხადეს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor