• May

    20

    2025
  • 48
  • 0
დავით მათიკაშვილი – თავს მოხვეული იყო მოსაზრება, რომ სპეციალური სამსახურები უნდა შექმნილიყო, ახლა ეს თემატიკა სწორდება და პროკურატურას უბრუნდება ის საკითხები, რომლებიც ისედაც მისი განსახილველია

დავით მათიკაშვილი – თავს მოხვეული იყო მოსაზრება, რომ სპეციალური სამსახურები უნდა შექმნილიყო, ახლა ეს თემატიკა სწორდება და პროკურატურას უბრუნდება ის საკითხები, რომლებიც ისედაც მისი განსახილველია

თავს მოხვეული იყო მოსაზრება, რომ სპეციალური სამსახურები უნდა შექმნილიყო, ახლა ეს თემატიკა სწორდება და პროკურატურას უბრუნდება ის საკითხები, რომლებიც ისედაც მისი განსახილველია, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება და მისი საქმეების პროკურატურისთვის გადაცემით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

„კონსტიტუციური დანაწესი ამბობს, რომ კონსტიტუციური ორგანოები მხოლოდ ის ორგანოებია, რომლებმაც ამგვარი საქმიანობები უნდა განიხილონ. თავის დროზე გარკვეულწილად თავს მოხვეული იყო მოცემულობა და მოსაზრება, რომ ასეთი სპეციალური სამსახურები უნდა შექმნილიყო, არადა, ასეთი სამსახურების რეალური ფუნქციები სწორედ პროკურატურაშია. ამიტომ არაფერია ახალი, სწორდება ეს თემატიკა, პროკურატურას უბრუნდება ის საკითხები, რომლებიც ისედაც მისი განხილვადი იყო. ცვლილებების მიღებით განსაკუთრებული და გამორჩეული არაფერი ხდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმდება, საქმეები კი, რომლებზეც მისი ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის დაქვემდებარებაში გადავა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor