• December

    20

    2025
  • 26
  • 0
დავით მათიკაშვილი – ისევ შანტაჟი, ზეწოლა და ძალმომრეობა ისმის ევროსტრუქტურებიდან, კიდევ ერთხელ დაანახეს მთელ მსოფლიოს თავიანთი ანტიქართული სახე

დავით მათიკაშვილი – ისევ შანტაჟი, ზეწოლა და ძალმომრეობა ისმის ევროსტრუქტურებიდან, კიდევ ერთხელ დაანახეს მთელ მსოფლიოს თავიანთი ანტიქართული სახე

ევრობიუროკრატიამ კიდევ ერთხელ დაანახა საქართველოს და მთელ მსოფლიოს თავისი ანტიქართული სახე, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის ვინც, პატივს სცემს ქართველ ხალს, პატივს უნდა სცემდეს ამ ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას.

„ევრობიუროკრატიამ კიდევ ერთხელ დაანახა საქართველოს და მთელ მსოფლიოს თავისი ანტიქართული სახე. ისევ შანტაჟი, ზეწოლა და ძალმომრეობა ისმის ევროსტრუქტურებიდან. ქართველებს გვთხოვენ, გავაუქმოთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომლითაც საქართველო საკუთარ სუვერენიტეტს იცავს. გავაუქმოთ, არასრულწლოვანთა დაცვის კანონი, რაც აუცილებელ დაცვის მექანიზმს წარმოადგენს მომავალი თაობისთვის. ამ შანტაჟის მექანიზმს იყენებენ იმ ეგიდით, რომ ისინი პატივს სცემენ ქართველ ხალხს. ეს არის სრული ტყუილი, რადგან ის, ვინც პატივს სცემს ხალხს, პატივს სცემს მის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ: „უკიდურეს შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა, დაკარგოს ვიზალიბერალიზაცია“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor