• June

    11

    2025
  • 62
  • 0
დავით მათიკაშვილი – მზად ვართ, ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაში ბევრად მეტი გავაკეთოთ, ვიდრე ეს დღემდე იყო

დავით მათიკაშვილი – მზად ვართ, ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაში ბევრად მეტი გავაკეთოთ, ვიდრე ეს დღემდე იყო

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი ეყოლება. აგრემანი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციისგან ტალიაშვილმა მიიღო, სწორედ ამაზე მეტყველებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ეს იმას გულისხმობს, რომ საელჩოს უკვე მაღალ დონეზე ექნება სრული მზაობა და მუშაობის მაღალი ტემპი, რათა საქართველოს-ამერიკას შორის ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს და ამაზე მეტყველებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გამოხმაურებებიდან, წერილიდან და მოლოცვიდან, რომელიც პრეზიდენტმა ყაველაშვილმა მიიღო.

„მზად ვართ, ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაში ბევრად მეტი გავაკეთოთ, ვიდრე ეს დღემდე იყო. ეს ურთიერთობა უნდა იყოს ნამდვილი, რეალური, გაწერილი და გზამკვლევი ისე, რომ ორივე ერმა და ქვეყანამ სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით ნამდვილად მიიღოს არა მხოლოდ ურთიერთმხარდაჭერა, არამედ ის სიკეთეები, რაც ამ ურთიერთობას მოჰყვება. ბუნებრივია, ამისთვის საქართველოს ახალი ელჩი, აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor