• May

    2

    2025
  • 72
  • 0
დავით მათიკაშვილი – „ნაცმოძრაობის“ ქმედება როგორც კი გასცდება „სისხლის სამართლის კოდექსის“ ფარგლებს, მთელი სიმკაცრით იქნება გამოყენებული სამართლებრივი მექანიზმები

დავით მათიკაშვილი – „ნაცმოძრაობის“ ქმედება როგორც კი გასცდება „სისხლის სამართლის კოდექსის“ ფარგლებს, მთელი სიმკაცრით იქნება გამოყენებული სამართლებრივი მექანიზმები

„ნაციონალური მოძრაობის“ ქმედება როგორც კი „სისხლის სამართლის კოდექსის“ ფარგლებს გასცდება და დანაშაულებრივი იქნება, მთელი სიმკაცრით იქნება გამოყენებული სისხლის სამართლის და სხვა სამართლებრივი მექანიზმები, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფრის მიმართ ადეკვატური იქნება.

„ხაბეიშვილისნაირი ფსევდოპოლიტიკოსისგან მსგავსი განცხადების გაკეთება ღიმილისმომგვრელია. რა წინააღმდეგობის გაწევაზეა საუბარი, როცა ამ პარტიას არანაირი რეიტინგი არ გააჩნია და რადიკალიზმზე არიან გადასული. ხაბეიშვილი იქნება თუ სხვა, ყველას დაფიქრება მართებს. მათი ქმედება როგორც კი „სისხლის სამართლის კოდექსის“ ფარგლებს გასცდება და დანაშაულებრივი იქნება, მთელი სიმკაცრით იქნება გამოყენებული სისხლის სამართლის და სხვა სამართლებრივი მექანიზმები. ბუნებრივია, ეს მოძალადეებს არასასიამოვნო ვითარებაში აღმოაჩენს, როგორც იტყვიან, „ყოველი ხმლის ამღები, ხმლითვე დაეცეს“. იქნება ძალადობა? სახელმწიფო ყველაფრის მიმართ ადეკვატური იქნება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია, „კარგად ორგანიზებული, ერთობლივი, სახალხო აჯანყება თავისი თავდაცვითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობით, ამ შემთხვევაში უპირობოდ გავარღვევთ“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor