• March

    25

    2024
  • 112
  • 0
დავით მათიკაშვილი – რადიკალურ ოპოზიციას მოუწევს განმარტებების გაკეთება და პასუხის გაცემა, რა პოზიციაზე დგანან, თუ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ კანონპროექტს არ ეთანხმებიან

დავით მათიკაშვილი – რადიკალურ ოპოზიციას მოუწევს განმარტებების გაკეთება და პასუხის გაცემა, რა პოზიციაზე დგანან, თუ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ კანონპროექტს არ ეთანხმებიან

რადიკალურ ოპოზიციას მოუწევს შესაბამისი განმარტებების გაკეთება და პასუხის გაცემა, რა პოზიციაზე დგანან, თუ კონსტიტუციურ კანონპროექტს არ ეთანხმებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ცვლილებებით ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს ნებისმიერი პირის უფლებები, მეორე მხრივ კი, მომავალი თაობა და ოჯახური ღირებულებები.

„საზოგადოებას დავპირდით, რომ ჩვენი მომავალი თაობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის თვალსაზრისით საკანონმდებლო სივრცეს შევქმნიდით დაწყებული საკონსტიტუციო ცვლილებით და გაგრძელებული კანონით.

ცვლილებები იქნება ორი მიმართულებით – ერთი მხრივ, ნებისმიერი პირის უფლებები უნდა იყოს დაცული და ამ თვალსაზრისით საკანონმდებლო სივრცე უნდა იყოს აქტიური, მეორე მხრივ კი, მომავალი თაობა და ოჯახური ღირებულებები უნდა იყოს დაცული იმ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოზღვავებისგან, რომელიც მძიმე პრობლემად დგას მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor