• October

    13

    2023
  • 109
  • 0

დავით მარტიაშვილი : ,, არაბი რუსი არ გეგონოთ, რომელზეც უპასუხოდ და დაუსჯელად შეიძლება წეროთ – არ გაპატიებენ უსაგნო ლანძღვა-გინებას, მით უმეტეს, რომ საერთო მუსულმანურ ჯიხადამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი

,, ვხედავ, იბერიელები ახლა ისრაელის ქომაგობაზე გადაერთნენ და უკრაინა ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა”,- ამის შესახებ პოლკოვნიკი, დავით მარტიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

,,ომი საშინელებაა, როგორც ისრაელისთვის, ისე პალესტინელებისთვის და საერთოდ ადამიანთა მოდგმისთვის, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე გაუფასურდა და აღარაფერი ღირს, ხოლო სისატიკე და კაცის კვლა მავანს სიამოვნებასაც კი ჰგვრის.

გულშემატკივრობა კარგია, მაგრამ ძალიან მაინტერესებს საკუთარი სამშობლოს ქომაგობა, რომ არ უნდათ და მისი ბედიც, რომ არ აინტერესებს იმ ხალხის ნაქომაგები თვალთმაქცობისა და პირფერობის გარდა რამე იქნება ? საკუთარ ქვეყანას უქომაგეთ და მის ბედზე იდარდეთ, უომრად, რომ გამოგვაცალეს ხელიდან.

ვკითხულობ კომენტარებს, პოსტებს და გირჩევთ, კარგად დაფიქრდეთ, სანამ რაღაცას დაწერთ – არაბი რუსი არ გეგონოთ, რომლებზეც უპასუხოდ და დაუსჯელად შეიძლება წეროთ, ან იძახოთ ის, რაც პირზე მოგადგებათ! ნუ, დაგავიწყდებათ, რომ ერთი იძულებით გადახვეწილი ქართველი ადგილას 5-6 არაბი და თურქი დაასახელეს, რომლებიც არ გაპატიებენ უსაგნო და უმისამართო ლანძღვა-გინებას, მით უმეტეს, რომ საერთო მუსულმანურ ჯიხადამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი”,- წერს დავით მარტიაშვილი.

,, Geo News “

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor