• October

    18

    2023
  • 95
  • 0

დავით მარტიაშვილი : პრეზიდენტი ადანაშაულებს მთავრობას, პარლამენტს, სასამართლოს, ყველას საკუთარი თავის გარდა, ისე თუ გახსოვთ, სააკაშვილ-ოქრუაშვილის დაპირისპირებამ რა პროცესები გამოიწვია ქვეყანაში ?

,, ვაჰ, პარადოქსების ქვეყანა და ერთი დიდი გაუგებრობა ვართ”, – ამის შესახებ ვიცე-პოლკოვნიკი, დავით მარტიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

,,პრეზიდენტი ადანაშაულებს მთავრობას, პარლამენტს, სასამართლოს – ყველას საკუთარი თავის გარდა. აცხადებს, რომ ისინი არ არიან დამოუკიდებლები და მართულები არიან ერთი კაცის მიერ !

საქართველოს პარლამენტი ადანაშაულებს პრეზიდენტს მოღალატეობაში. აცხადებენ მართულია გარე თუ შიდა ძალების მიერო.

ამასობაში, მათმა დაპირისპირებამ ამოიტანა ჭაობის ზედაპირზე მთელი ის ბინძური მართვის სტილი, რომელიც მათ 20 წლის მანძილზე გააჩნიათ. ასეთ შემთხვევაში ქვეყანაში ისარგებლებდა რომელიმე პოლიტიკური პარტია და ხალხს გამოიყვანდა ქუჩაში ასეთი მართვის დასასრულებლად, მაგრამ ჩვენი უბედურება ის არის, რომ არ არსებობს პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელსაც ამის ძალა და ნება გააჩნია, ან არ არის მართული შიდა თუ გარე ძალების მიერ.

და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, ქვეყანაში არ არსებობს ხალხი, რომელიც ქუჩაში უნდა გამოიყვანო!

გახსოვთ, სააკაშვილ-ოქრუაშვილის დაპირისპირებამ რა პროცესებიც გამოიწვია ქვეყანაში ?”,- წერს დავით მარტიაშვილი.

,, Geo News “

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor