• December

    2

    2023
  • 213
  • 0
დავით ნემსაძე – ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებას აპირებს, ის ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებს !

დავით ნემსაძე – ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებას აპირებს, ის ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებს !

,, ჩემი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აპირებს”,- ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრაციაში მყოფი ვეტერანი, დავით ნემსაძე ავრცელებს.

,, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი ,,ქართულ ოცნებაში” დავალებით იქნა შესული.  რა თქნა უნდა, ოცნებაში ეს იცოდნენ და ფინალი მიდიოდა იქეთკენ, რომ საქართველო დაბრუნებოდა იმ ორბიტას, რაზეც მითითება იყო გაკეთებული –  საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ პლაცდარმად უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

დიახ, ზურაბიშვილის მიერ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული, რადგან  წინასწარდაწერილი პროგრამაა. და ვინ წერს ამ პროგრამას ? დაგიტოვებთ იმის უფლებას, რომ თავად მიხვდეთ,

ახლა სალომე ზურაბიშვილის გასაგონად მინდა ვთქვა : ჩვენ აქ, საფრანგეთში გამოხატვის თავისუფლება გვაქვს და როდესაც შენ მიიღებ ამ გადაწყვეტილებას, მე იმ დღესვე გამოვალ ამ ქოლგიდან და  მივიღებ ყველა დემოკრატიულ ზომას პროტესტისა. მეღიმება, რომ შენი ძმა აქ ქართული სათვისტომოს უფროსად ზის, რეალურად  შეხება არ აქვს ქართული საზოგადოების  ტვირთთან ემიგრაციაში. მინდა დავაანონსო ალტერნატიული ქართული სათვისტომოს შექმნა საფრანგეთში. მე შენ აბსოლუტურად დიფერანციაციულ რეალობას დაგანახებ, სად ზის დღეს ქართული საზოგადოება. დიახ, დავაანონსებ ქართული  სათვისტიმოს შექმნას და დავიწყებ გამოსვლებს შენს წინააღმდეგ. და ევროპული კონვენციის მიხედვით მოვახდენ ყველა იმ ფაქტის გასაჯაროებას, რომელიც მიღებული იქნა მიხეილ სააკაშვილის მიერ, როგორც სადამსჯელო ოპერაცია ადამიანის უფლებების წინააღმდეგ. და ეს იყო მამის წინ შვილის გაუპატიურება, ეს იყო მასიური და სერიული მკვლელობები და ადამიანების წამება, მე ყველა ინფორმაცია მაქვს.

ვიცი ახლა მისმენენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ამიტომ არ მჭირდება არავისთან დაკავშირება და საუბარი, უბრალოდ, ეს ყველაფერი კარგად გაიზრონ. არავის დავინდობ, მე მზად ვარ ფეხზე წამოვაყენო ქართველები საფრანგეთში, გაჭირვებული ქართველები, რომელთაც თქვენ ასე ებრძვით. დიახ, მე მზად ვარ დაგანახოთ გამოხატვის თავისუფლების ძალა”,- აცხადებს ნემსაძე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor