• July

    25

    2024
  • 231
  • 0
დათო ლორთქიფანიძე : ,, იქნება მძიმე ბრძოლა, მაგრამ გამარჯვება, ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლა ჩემში ეჭვს არ იწვევს “

დათო ლორთქიფანიძე : ,, იქნება მძიმე ბრძოლა, მაგრამ გამარჯვება, ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლა ჩემში ეჭვს არ იწვევს “

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და დაფინანსებით დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე. სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობა მძიმე ბრალდებაა, არის თუ არა მტკიცებულებები და რამდენად რეალურია ეს ?

 ,, Geo News ” მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრს, პარტია ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთ დამფუძნებელს, დათო ლორთქიფანიძეს ესაუბრა. 

დათო ლორთქიფანიძე : როგორც ჩვენი საზოგადებისათვის ,,სუს”-ის განცხადებიდან გახდა ცნობილია აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე ! დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-მუხლის პირველი ნაწილით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა და საქართველოს ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების მიერ ორგანიზებულ და დაფინანსებულ ქმედებებს, რომლის ფინალიც შეიძლება ყოფილიყო პარტია ,,ქართული ოცნების”დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადება და ახლა მიმდინარეობს სავარადო ამ დანაშაულთან კავშირში მყოფი ადამიანების გამოკითხვა. ზოგი მათგანი უარს აცხადებს, ,,სუს”-ში გამოცხადებაზე და ამბობს, რომ მხოლოდ მოსამართლეს მისცემს ჩვენებას, რაც კანონით არის გათვალისწინებული და კი ბატონო, მასე მოიქცნენ, მაგრამ იმის გაპროტესტება, რომ ფაქტების გარეშე ხდება საქმის გამოძიებაო, უაზრობაა, მე ვერ გავიზიარებ.

მართალია, მე არა მაქვს საქმის მასალებთან წვდომა, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით ,,სუს”-ის განცხადებაში შავით თეთრზე წერია, რომ გამოძიება მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე!

დარწმუნებული ვარ ( მე, ასე მესმის ), საგამოძიებო უწყებას ექნება მყარი მტკიცებულებები ამ გამოძიების ლოგიკურ დასასრულამდე მისაყვანად.

რაა, არ გვახსოვს მუქარები უკრაინიდან, სატელევიზიო ჩართვებისას, როცა ისინი თავიანთი პარტიული ტელევიზიებიდან იმუქრებოდნენ, რომ…ჩამოვიდოდნენ საქართველოში და ჭკუას ასწავლიდნენ ხელისუფლებას…?! ხომ გვახსოვს რა ამბავი ატეხეს, როცა ხელისუფლებამ არ მისცა უფლება აქედან ჩარტერით გამგზავრებულიყვნენ უკრაინაში საბრძოლველად, რაც საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით ხელისუფლების ომში პირდაპირი ჩართულობის მტკიცებულებად ჩაითვლებოდა.

რაა, არ გვახსოვს როგორ მოგვიწოდებდნენ ჩვენი თანამემამულეების, მეუხერხულება კიდევაც ზოგიერთი მათგანი ჩვენს თანამემამულეებად მოვიხსენიო, როცა მათი ახლობლები მოგვიწოდებდნენ, რომ გაგვეხსნა მე-2 ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ ან თუნდაც ის, რომ გვირჩევდნენ ,,ხომ არ დადგა დრო გაგვესეირნა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში”… ასე რომ, გასაკვირი არაფერია და უკრაინაში მყოფი ყოფილი ,,ნაცების” მაღალჩინოსნებისგან ნამდვილად არ მიკვირს, რომ აქ არეულობისა და ხელისუფლების ლიდერების მკვლელობებით გამოწვეული არეულობებით მობრუნდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ჩემი აზრით, მათ ეს არ გამოუვათ.

–  უმძიმესი ბრალდებებია და მყარი მტკიცებულებების ერთობლიობაა საჭირო…. როგორ ფიქრობთ, ვიხილავთ თუ არა დაკავებების სერიას ? 

–  რაც შეეხება იქნება თუ არა დაკავებების სერია, რა გითხრათ, დასაკავებლად საკმარის მტკიცებულებებს თუ შეაგროვებს გამოძიება, მაშინ იქნება დაკავებებიც, ერთი ვიცი, ჩვენი ხელისუფლება ,,ნაცებივით”არ მოიქცევა, ამაში ეჭვი არ მეპარება.
დღეს რომ ჩვენს სამშობლოში მშვიდობაა და ეკონომიკა ვითარდება ( რასაც ცალსახად აფიქსირებებენ ავტორიტეტული საერთაშორისო სუბიექტები ისეთები როგორიცაა, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი ) და არ გვიწევს ნანგრევების მოსწორება, რა თქმა უნდა, დასაფასებელია.

თქვენი აზრით, არჩევნებამდე მშვიდობიანად მივალთ ? 

–  არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც, რომ მშვიდობით მივალთ, ეს ეჭვგარეშეა, იმდენად შთამბეჭდავი იქნება ჩვენი დადებული შედეგი. დარწმუნებული ვარ, ე.წ.ოპოზიციას და რეალურად ,, კოლექტიურ ნაცმოძრაობას “აღარ დარჩება სივრცე საზოგადოებაზე მანიპულირების.

ახლა არჩევნები ძირითადად ელექტრონული წესით ჩატარდება და დარწმუნებული ვარ, ჩამოვლენ ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ,,ცოცხლად” ნახავენ მთელ წინასაარჩევნო პროცესსა და არჩევნების დღეს.

რატომ ერევიან გარე ძალები საქართველოს საშინაო საქმეებში და რატომ სურთ არეულობა და ქაოსი ჩვენს ქვეყანაში ? 

–  უცხოელების, სამწუხაროდ, რიგ შემთხვებებში ჩვენს საშინაო საქმეებში ,,უხეში ჩარევები” ნამდვილად ქმნის გამაღიზიანებელ ატმოსფეროს, მაგრამ ზუსტად იმაშია ჩვენი ხელისუფლების გონიერება, რომ გეგმაზომიერი და აუღელვებელი მოქმედებებით შევინარჩუნოთ მათთან თანამშრომლობა და ღირსების დაცვით განვაგრძოთ მათთან თანამშრომლობის ფორმატის გაგრძელება.

– ბატონო დათო, ,, ქართული ოცნება“ კვლავ კონსტიტუციურ უმრავლესობას მოიპოვებს თუ კოალიციის შექმნა მოუწევს ?  პირდაპირ გკითხავთ, 2030 წლამდე აპირებთ ხელისუფლებაში ყოფნას ? 

–  რაც შეეხება მოვა თუ არა ,,ოცნება”უმრავლესობით რა თქმა უნდა იქნება მძიმე ბრძოლა, რიგ შემთხვევაში ზღვარგადასულიც, მაგრამ ამ 12 წლის მანძილზე ხალხისთვის იმდენი სასიკეთო საქმეები გავაკეთეთ, რომ გამარჯვება და ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლა ჩემში ეჭვს არ იწვევს.

–  და ბოლოს, ვიცით რა საზოგადოების განწყობები ვფიქრობთ, რომ თქვენისთანა ერთგული და უღალატო პოლიტიკოსები, მხოლოდ და მხოლოდ, გააძლიერებენ ,, ქართული ოცნების ” პარტიულ სიას, გიხილავთ სიაში ? 

– რაც შემეხება მე ( მადლობა ამ კითხვისთვის ) ვაპირებ თუ არა სიაში ყოფნას, გეტყვით ყოველგვარი მორიდების გარეშე – ის რომ 2012 წლიდან ვარ ,,ქართული ოცნების “გუნდის წევრი და ამ 12 წლის მანძილზე არ ,,მითამაშია პოზიციები”, ვიყავი და ვარ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მხოლოდ სასიკეთო საქმეები მიკეთებია გუნდის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, თუ მექნება შემოთავაზება, რა თქმა უნდა, სიამოვნებით მივიღებ ამ შემოთავაზებას. ოღონდ ვიმეორებ, ეს არის პარტიის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტი. მე, ჩემი საკეთებელი საქმე 2012 წლიდან მოყოლებული მგონია, რომ კარგად ვაკეთე და მადლიერი ვარ ბევრი იმ ადამიანისა, რომელიც ხედავს ამას და სოციალურ ქსელში იქნება თუ პირად საუბრებში ხაზს უსვამს ამას. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა მათ ამისთვის.

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor