• July

    14

    2024
  • 88
  • 0

დათო მაღრაძე – ესროლეს ტრამპს და მოარტყეს ლიბერალიზმს, დაჭრილი ტრამპის მხნეობის ნიშნად აწეული მარჯვენა, ეს სცენა იქნება მისი გამარჯვების სიმბოლო არჩევნებზე

ესროლეს ტრამპს და მოარტყეს ლიბერალიზმს. დაჭრილი ტრამპის მხნეობის ნიშნად აწეული მარჯვენა, ეს სცენა იქნება მისი გამარჯვების სიმბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე, – ამის შესახებ პოეტმა დათო მაღრაძემ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმის შეფასებისას განაცხადა.

„ის რომ გაიმარჯვებს არჩევნებში, ამის პროგნოზი ორბანმა გააკეთა, როცა რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ ტრამპს შეხვდა, ანუ, ის შეხვდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ეს იყო პროგნოზი“, – აღნიშნავს დათო მაღრაძე, რომლის კომენტარსაც სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor