
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
დაპირისპირება მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის უშუალოდ პარლამენტის გვერდით ქუჩებზე მიმდინარეობს
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ვითარება კვლავ დაძაბულია.
მომიტინგეებმა წინა დღეების მსგავსად, კვლავ სხვადასხვა ნივთებისგან მოაწყეს ბარიკადები. ისევ ცეცხლი უკიდია ნაგვის ურნებს, ასევე დაზიანებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურა.
რადიკალურად განწყობილი მომიტინგეები სამართალდამცავების წინააღმდეგ, კვლავ იყენებენ პიროტექნიკას, ასევე ისვრიან სხვადასხვა ნივთებს.
სპეცდანიშნულების რაზმი მომიტინგეების დასაშლელად პერიოდულად იყენებს ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს.
დაპირისპირება მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის უშუალოდ პარლამენტის გვერდით ქუჩებზე მიმდინარეობს, რაც შეეხება პარლამენტის წინა ტერიტორიას, იქ ამ დროისთვის მომიტინგეები აღარ იმყოფებიან.
ირაკლი გუნია





