• November

    11

    2024
  • 70
  • 0
დასავლეთის პირდაპირი ზეწოლა საქართველოზე გრძელდება

დასავლეთის პირდაპირი ზეწოლა საქართველოზე გრძელდება

,,ქართული ოცნების” მიერ მიღებულ ,,ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონს, რომლის მიზანი ,,ლგბტ” პროპაგანდის შემცირებაა, დასავლეთი კვლავ ეწინააღმდეგება.

არჩევნებამდე მიღებულ კანონზე იმ დროს რადიკალურ ოპოზიციას არაფერი უთქვამს, დღეს კი, დასავლეთის ნარატივს იმეორებენ და ეროვნული მნიშვნელობის მქონე კანონის უკან გაწვევას ითხოვენ. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურია ,,ნაციონალური მოძრაობა” და ,,გახარია საქართველოსთვის”, რომლებიც კანონს ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევენ. თუმცა კითხვაზე, თუ რატომ არის ეს კანონი ქვეყნის ევროპულ გზაზე სვლისთვის ხელისშემშლელი, დასაბუთებულ პასუხს ვერ იძლევიან.

მსგავს რეჟიმშია დასავლეთიც, რომელიც ქართველ ხალხს ულტიმატუმის ენით ესაუბრება და კანონის გაწვევამდე, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას ვერ ხედავს.

ამ კანონის მიღებით დასავლეთმა საქართველოში გავლენები დაკარგა, მათ შორის ,,ლგბტ” პროპაგანდის გაძლიერების კუთხით.

მორიგ უსაფუძვლო ბრალდებებს ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებისგან კარგად ცნობენ სახელისუფლებო გუნდში.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს ქართველი ხალხის შანტაჟია და სხვა არაფერი. როგორც ,,ქართულ ოცნებაში” ამბობენ, კანონის გაწვევა არ მოხდება და დასავლეთმა პატივი უნდა სცეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რომელმაც აღნიშნული კანონის მიღება განაპირობა.

ფაქტია, დაუსაბუთებელი ბრალდებები ისმის ერთი შეხედვით მნიშვნელოვან კანონზე და ამით რადიკალები დამარცხების შემდეგ, ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას ცდილობენ.

შეგახსენებთ, კანონის მიზანი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვაა, რომლითაც გათვალისწინებულია რიგი რეგულაციები კინო თეატრების, მედია საშუალებებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ. კანონის მიხედვით, აკრძალულია სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ჩარევა და სამედიცინო მანიპულაციები. ასევე, აკრძალულია ,,ლგბტ” პროპაგანდის შემცველ ინფორმაციაზე წვდომა და გავრცელება. სწორედ ამას ეწინააღმდეგება რადიკალური ოპოზიცია, რომლისთვისაც ოჯახურ ფასეულობებზე მაღლა მათი ვიწროპარტიული ინტერესები და რადიკალური გეგმები დგას.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor