• November

    7

    2024
  • 62
  • 0
დასავლეთი ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების კრიტიკას განაგრძობს

დასავლეთი ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების კრიტიკას განაგრძობს

საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები კვლავ საერთაშორისო საზოგადოების განხილვის დღის წესრიგში რჩება. რადიკალების მიერ ამჯერადაც შეცდომაში შეყვანილი დასავლეთი ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებას აკრიტიკებს. სწორედ მსგავსი ნაბიჯებით ცდილობენ უსამშობლოები ქვეყნის რეპუტაცია დააზიანონ.

ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და დონალ ტუსკი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ხელისუფლებას არჩევნებზე ყველა დარღვევისა და საჩივრის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ საქართველო უნდა დაბრუნდეს ევროპულ გზაზე.

აქვე, სამი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი კვლავ, განაგრძობს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას და მმართველ პარტიას ბოლო დროს მიღებული კანონების გაწვევისკენ მოუწოდებს.

აღნიშნული ერთობლივი განცხადება სოციალურ ქსელში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა გაავრცელა, თუმცა განცხადებაში არ არის ნათქვამი საქართველოს პროკურატურაში არჩევნების სავარაუდო, გაყალბების საქმეზე უკვე დაწყებული გამოძიება, რომელთანაც ბრალდების მთავარი ადრესატები არ თანამშრომლობენ.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor