• June

    23

    2025
  • 81
  • 0
დაუნინგ სთრითი – კირ სტარმერი და დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება

დაუნინგ სთრითი – კირ სტარმერი და დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება

აშშ-ის პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. კირ სტარმერი და დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ირანი არასდროს არ უნდა ფლობდეს ბირთვულ იარაღს.

„ლიდერებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ირანის ბირთვული პროგრამის მიერ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის შექმნილი სერიოზული საფრთხე. ლიდერებმა განიხილეს აშშ-ის მიერ გუშინ ღამით საფრთხის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯები და შეთანხმდნენ, რომ ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება“, – აღნიშნულია დაუნინგ სთრითის განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს „ირანის მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნების აუცილებლობა“, რათა მოხდეს ხანგრძლივი შეთანხმების მიღწევა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში გააგრძელებენ მჭიდრო კონტაქტს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor