• November

    4

    2025
  • 37
  • 0
დევნილი ვეტერანების მხარდასაჭერად ახალი ინიციატივები იგეგმება

დევნილი ვეტერანების მხარდასაჭერად ახალი ინიციატივები იგეგმება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს, დავით კაიკაციშვილს, შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო დევნილი ვეტერანების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, მათ შორის დევნილი ოჯახების განსახლების პროექტი — „სოფლად სახლი“. დავით კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ ვეტერანებს სააგენტოს საქმიანობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და ეს მიმართულება ერთ-ერთ პრიორიტეტად განისაზღვრება. მხარეებმა, ასევე, განიხილეს სტიქიით დაზარალებული ვეტერანების დახმარების შესაძლებლობები და ამ მიმართულებით მხარდაჭერის ფორმები. შეხვედრის შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ერთობლივი ძალისხმევით დევნილი ვეტერანების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. უახლოეს მომავალში შეიქმნება სამუშაო გეგმა, რომელშიც შეხვედრაზე განხილული საკითხები, მომავალი წლის პრიორიტეტულ ამოცანებში შევა.

კობა კობალაძემ სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია, სადაც დეტალურად გააცნო სამსახურის სტრატეგიული გეგმები, ამოცანები და მიმდინარე სოციალური თუ ჯანდაცვის პროექტები, რომლებიც ხორციელდება სახელმწიფოსა და სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივები მიზნად ისახავს ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მათ სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე, დავით ჯიქია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯანაშვილი, პროტოკოლის განყოფილების უფროსი მარიამ ადამაშვილი და რეგიონული მართვის დეპარტამენტის, აფხაზეთის ა/რ სამმართველოს წარმომადგენელი ზურაბ შამუგია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor