• May

    26

    2025
  • 108
  • 0
„დელტამ“ ბოლო წლებში ჯავშანმანქანა „დიდგორის“ ათზე მეტი მოდიფიკაციის მოდელი შეიმუშავა

„დელტამ“ ბოლო წლებში ჯავშანმანქანა „დიდგორის“ ათზე მეტი მოდიფიკაციის მოდელი შეიმუშავა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, ტრადიციულად, აქტიურად არის ჩართული სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“.

კომპანიამ ბოლო წლებში ჯავშანმანქანა „დიდგორის“ ათზე მეტი მოდიფიკაციის მოდელი შეიმუშავა.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველი მოდელი აბსოლუტურად განსხვავებულია ტექნიკური სპეციფიკაციით, ყოველი მათგანი კონკრეტული მოთხოვნებისა და დაკვეთების შესაბამისად შეიქმნა“, – განაცხადა „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ახვლედიანმა.

მან თავის გუნდთან ერთად, წელს ეროვნულ დღესასწაულზე საზოგადოებას განსხვავებული დიზაინის მქონე, „დიდგორების“ თანამედროვე ოჯახის წარმომადგენელი, „დიდგორი მეომარი“ წარუდგინა და სამომავლო გეგმებსა და წარმოების მოდერნიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დავით ახვლედიანის განცხადებით, „დიდგორი მეომარი“ განსაკუთრებული ტექნიკური მახასიათებლებით გამოირჩევა და მისი საიმედოობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

„მანქანა აღჭურვილია სხვადასხვა სახის ულტრათანამედროვე საბურავების დაბერვისა და ხანძრის ქრობის სისტემებით, ხასიათდება საწვავისა და საბრძოლო მარაგის გაძლიერებული სისტემით, გაუმჯობესებულია ეკიპაჟის განთავსების ადგილები“, – განაცხადა დავით ახვლედიანმა.

„დელტას“ გენერალურმა დირექტორმა მედიასთან სხვა მოდელების შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ ყველა მათგანი, არსებული საჭიროების გათვალისწინებით, ქართული ჯარის დაკვეთით არის წარმოებული, რაზეც თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სპეციალისტების ერთობლივმა ჯგუფმა იმუშავა.

დავით ახვლედიანმა საქართველოს მოსახლეობას ეროვნული სამხედრო მრეწველობის საექსპორტო პოტენციალიც გააცნო და აღნიშნა, რომ „დიდგორი მეომარი“, რომელიც 2024 წელს დაპროექტდა და სულ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, საექსპორტო მოდელია.

მისი განცხადებით, „დელტას“ გუნდისთვის ეროვნული სამხედრო მრეწველობის ნამუშევრების გამოფენა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor