
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
დემურ გეორხელიძე : ამ კონფლიქტს სხვა ვერავინ მოაგვარებს, გარდა რუსეთ-ჩინეთის ალიანსისა !
,, თურქეთი გვთვაზობს გარანტების ფორმულას ახლო აღმოსავლეთისთვის. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდამი : ,, არაბულ-ისრაელის კონფლიქტის გადაწყვეტა რუსეთსა და ჩინეთზეაო”. მიაქციეთ ყურადღება – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანა ნატოსთვის, ნატოს წევრი, მაშინ, როცა აშშ ცდილობს რაღაც ზეგავლენა მოახდინოს ამ კონფლიქტზე, მიმართავს რუსეთს და ჩინეთს”,- ამის შესახებ ექსპერტი დემურ გეორხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
, ზუსტად მახსოვს დეტალები 1973 წლის არაბულ-ისრაელის დამოკიდებულებებისა, მახსოვს როგორ მიზანმიმართულად მოანგრიეს ხმელთაშუა ზღვის მარგალითი ბეირუთი, მახსოვს ,, განკითხვის დღის ” 7 დღიანი ომი, მახსოვს ყველაფერი! მაგრამ დღევანდელი მუსულმანური-არაბული სამყარო სხვაა!
აშშ-ში შესანიშნავად გაანალიზეს, თუ რა დასაშვები საზღვრები აქვს ისრაელს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სახელმქიფო: ზუსტად მოხაზეს აშშ-ს დასაშვები საზღვრები – ამ ომს და საერთოდ არაბულ-ისრაელის კონფლიკტს იგი ვერ აღმოფხვრის.
სადღაც 8 თუ 9 ოქტომბერს დავწერე : ჯერ ცნობილი არ არის რუსეთი აიღებს თუ არა ისრაელის სახელმწიფოზე უსაფრთხოების გარანტიებს თავის თავზე, და ისიც დავწერე, -ჩინეთი როგორ ცდილობდა ირან-ისრაელის შერიგებას, მაგრამ ამ ოპერაციამ მოუსწრო მას და ნეიტრალური პოზიცია დაიკავა სრულიად მართებულად.
ამ კონფლიქტს სხვა ვერავინ მოაგვარებს, გარდა რუსეთ-ჩინეთის ალიანსისა : ტელეგადაცემაში იმის ანალიზიც გავაკეთე, რომ სამი მთავარი მსოფლიო მოთამაშიდან, ორს არ აწყობს ევრაზიის კონტინენტზე კონფლიქტები და ნებისმიერი სისხლის ფასად ეს კონფლიქტები აღმოფხვრილი იქნება-მეთქი.
რატომ აქტიურობენ პროვოკატორები საქართველოში, თავად უვიცებმა არაფერი იციან, მაგრამ მათ ზემოთ მდგომმა ,, უფროსებმა” იციან,- საერთო დალაგების ფონზე სამხრეთ კავკასიაც დალაგდება!
არ უნდა ვინმეს სამხრეთ კავკასიაში დალაგება და უნდა პროვოკატორი-სახელმწიფო მარიონეტი ხელისუფლებით იყოს, სხვის თამაშებს, რომ თამაშობს ?! გადაწყვეტა ელემენტარული იქნება : დაალაგებენ ასეთ პროვოკატორს.
ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული. მე განსაკუთრებით ვისურვებდი ახალგაზრდები მიეჩვიონ დამოუკიდებელ ფიქრსა და მოვლეებნში ღრმად გარკვევის უნარი გამოიმუშაონ! იდეოლოგია და ახალგაზრდობა – შეუთავსებელია!
მე ახალგაზრდა მაქსიმალისტი, დამოუკიდებელი, დაუმორჩილებელი და მომავალზე ამბიციურად ( საუკეთესო აზრით ) დამიზნებული ვიცი და არა ვიღაცის დროშებში გახვეული ხეპრე და არაფრისმაქნისი უვიცი და უზრდელი ახალგაზრდები – ,,იდეოლოგური მედროშეები”,- წერს დემურ გეორხელიძე.





