- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
დემურ გეორხელიძე : ,, აშშ ცუდ სიტუაციაში ჩააყენს და მასაც ცუდი შედეგი დაუდგეა არაბულ სამყაროში!…უბედურებები მხოლოდ ახლა იწყება!
,, პალესტინელი ხალხის და ტერორისტული ,, ჰამასის” გარჩევა ვერ შეძლო საქართველოში საკმარისად ბევრმა”,- ამის შესახებ ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
,, არც ის იციან, ვინ და რატომ შექმნა ეს ტერორისტული ორგანიზაცია, ვინ აფინანსებდა ძალზე სერიოზულად! არ იციან, არ უნდათ, რომ იცოდნენ, რადგან დამპალმა იდეოლოგიამ უკვე მიუთითა, თუ ვინ ვინაა ამ ქვეყანაზე! არ არის ასე მარტივად საქმე! ისრაელმა დაიწყო ის, რასაც სჩადიოდა ,,ჰამასი” და ეს არის სახელმწიფოს დიდი შეცდომა! ერთია ტერორისტული ორგანიზაციის ქცევა, მეორეა დიდი ამბიციის სახელმწიფოს ქცევა, მაგრამ ისრაელს ნერვები ღალატობს და ეს არ არის მისთვის კარგი.
უბედურებები მხოლოდ ახლა იქყება! აშშ ცუდ სიტუაციაში ჩააყენს და მასაც ცუდი შედეგი დაუდგეა არაბულ სამყაროში!…ასეა ყოველთვის, როცა ამპარტავნება და იდეოლოგია დაჯაბნის პოლიტიკაში გონიერებასა და პრაგმატიზმს, ურთიერთპატივისცემასა და უძლეველობის ყალბი ილუზია შეცდომების გზაზე შეგაყენებს!
პ.ს. სრულიად ახალი პლასტი, რომელსაც არავინ აქცევს ყურადღებას : ვის ინტერესებშია ახლო აღმოსავლეტში დაძაბულობის დაუძლეველი კერის მოსპობა და მშვიდობის დამყარება, და ვის ინტერესებში იყო ბოლო 55 წელია მუდმივი დიდი დაძაბულობის კერის შენარჩუნება ? ეცადეთ მშვიდად და საღად გაიაზროთ! დაძაბულობის კერა ამოიძირკვება თუ გნებავთ დიდი რეგიონალური ომის შედეგად”,- წერს დემურ გიორხელიძე.
პ.ს. ,,თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჩარტერული რეისებით ისრაელიდან გამოიყვანენ აშშ-ს ყველა მოქალაქეს”,- აღნიშნავს გეორხელიძე.
,, Geo News “





