
დემურ გიორხელიძე პროტესტში მონაწილე ახალგაზრდებს მიმართავს და გონიერებისკენ მოუწოდებს
,,GEO NEWS” გთავაზობთ ინტერვიუს პროფესორ, ანალიტიკოს დემურ გიორხელიძესთან, რომელმაც გლობალური, რეგიონალური და ლოკალური პოლიტიკული კონტექსტი გაანალიზა და სრული სპექტრით განიხილა საკუთარი პასუხების კონტექსტში.
ჩვენთან ინტერვიუში ბატონი დემური, საქართველოში შექმნილ ვითარებას აფასებს – პირველ რიგში, ახალგაზრდებს მიმართავს.
დემურ გეორხელიძე : ,,პროტესტში” მონაწილე ახალგაზრდების საყურადღებოდ, რადგან აზრზე არ არიან, რა პროცესში ჩართეს და როგორ იყენებენ მათ !
თქვენ თუ ქართულ ოჯახებში აღზრდილები ხართ და ღირსეული მამები გყავთ, ერთი მითხარით, ღირსეული კაცის გვერდით აღზრდილებმა, იმდენი არ იცით, რომ პოლიციელის, სპეცრაზმელისა და ა.შ. მიმართ მსგავსი ქცევა არ შეიძლება ? ფორმის შიგნით ქართველი კაცი დგას, რომელიც შენი მტერი კი არ არის, ნებისმიერი სახელმწიფოს აუცილებელი, უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტიტუტების თანამშრომელია და დამოუკიდებლად არაფერს წყვეტს – წესრიგი უნდა დაიცვას, სანამ შექმნილ სიტუაციაში სხვა ბრძანებას არ მიიღებს. თქვენ დამპალი იდეოლოგიით ტვინგამოლაყებულო საცოდავო არსებებო, ამ ქართველ კაცებს, რომ მიადგებით და მათთან არკვევთ ,,სიმართლეს”, მათ შეურაცხყოფთ, აგინებთ, აზიანებთ და ისინი დგანან, სანამ არ მიიღებენ ბრძანებას და ძალზე გაბრაზებულებმა, ის გააკეთეს, რაც გააკეთეს ( აშშ-ში და ევროპაში პოლიციის სისასტიკე შეუდარებლად მაღალია ), – ვერ ხვდებით, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება ?! მაგრამ ასე გასწავლეს ხომ ნაძირალა საშუალო და უფროსი თაობის ადამიანებმა, ინსტრუქტორებმა ,,იქიდან” კი პროვოკაციების კეთება მიგითითეს ? ნუთუ, არ იცით, რომ ამ პროტესტებში არავინ ხართ, არანაირ ძალას არ წარმოადგენთ და დარჩებით მოტყუებულები და გაბითურებულები!
,,რა ევროპას გართმევენ” ? რა სისულელეა !
,,რა რუსეთში შეჰყავხართ” ? ეს ორმაგი სიშტერეა.
ახალგაზრდები დაუმორჩილებელი მაქსიმალისტები, პოლიტიკიდან დისტანცირებული ხალხი უნდა იყოთ და ზევიდან უყურებდეთ ამ ე.წ. ,,პოლიტიკოსების” დაპირისპირებას, თქვენ კი უბრალოდ, გამოგიყენეს და მალე მიგაგდებენ გვერდზე ! ახალგაზრდები ასე უპატივცემულოდ არ ექცევიან საკუთარ თავს. თქვენ, როგორც აღმოჩნდა, ,,სპეციფიური” ახალგაზრდები ხართ, სამწუხაროა !
–ვერ ხვდებიან, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები იყენებენ ?
–გასაგებად ვთქვი ყველაფერი. გარდა ამისა, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები სკოლის მოსწავლეებს, რომ ერეკებიან ( ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ) აქციებზე, სიდამპლეში დამხრჩვალმა განათლების სამინისტომ არ იცის ეს ?! ეს ბუდე ყველაფერი უბედურებისა განათლებაში, თავად არის ამის ორგანიზატორი, თორემ, სკოლის დირექტორი და მასწავლებელი ასეთ რამეს საკუთარი ინიციატივით არ გააკეთებს ( ასე მგონია, თუმცა, ამ წაბილწულ სისტემაში თავდაყირაა ყველაფერი ) !
–ბატონო დემურ, მოდით, თქვენი ძირითადი ხედვა გაგვიზიაროთ არჩევნებისა და პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ, როგორია თქვენი საერთო შთაბეჭდილება ?
-არსებითად ხელისუფლება ახდენს ,,მკვდარი” ოპოზიციის გაცოხლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია პრაქტიკულად აღარ არსებობს, როგორც ანგარიშგასაწევი ძალა და მხოლოდ მმართველი ძალის შეცდომების ხარჯზე ახერხებენ თემების აწევას.
ე.წ. ოპოზიცია პოლიტიკურ სივრცეში დატოვებული იქნა ხელისუფლების მიერ, არსებითად საკმაოდ შეგნებულად, რითაც ერთგვარი ჩაკეტილი წრე შეიქმნა, რამაც გამორიცხა სხვა პოლიტიკური აქტორების მონაწილეობა ჯანმრთელ პოლიტიკურ პროცესში.
სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკას, როგორც ბიზნესს ისე უყურებენ, რაც მის ნამდვილ ფასეულობას აკნინებს და კეთილისმყოფელ საწყისს დე ფაქტო კომერციული მიზნის მატარებლად აქცევს, ეს კი არსებითად დიდი პოლიტიკოსების არსებობას გამორიცხავს და ყველაფერი ვაჭრულ სულისკვეთებამდე დაიყვანება.
–რამდენად მოსალოდნელია, რომ განმეორდეს 2020 წლის სცენარი და ოპოზიცია კვლავ პარლამენტში შელაგდეს ?
-ეს პროცესი, რომელიც საქართველოში ხდება არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური პროცესი, მთლიანობაშია დასანახი, რაც ხდება.
ხელისუფლებამ ფაქტობრივად კონსერვატიული ნაწილი საზოგადობისა არჩევანის გარეშე დატოვა, როცა ეს ნაწილი ფაქტობრივად ჩახსნა არჩევნებიდან. 333 პარტიაა დარეგისტრირებული ქვეყანაში, მსგავსი მსოფლიოში არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს პოლიტიკური ასპარეზის გახსნა და არ უნდა იყოს ასპარეზი მხოლოდ ორი პარტიისათვის. პოლიტიკაში მხოლოდ ძალას აქვს მნიშვნელობა, რადგან ძალა წყვეტს საკითხებს.
საჯარო პოლიტიკა საქართველოში მკვდარია და გვაქვს ერთპიროვნული მმართველობა. შესაბამისად, ესაა შედეგი რაც დადგა არჩევნებში და სხვა შედეგი არც დადგებოდა. ერთი და იგივე, როცა ხდება პოლიტიკაში, შესაბამისად, შედეგიც იქნება ერთი და იგივე. ეს რაც შეეხება 2020 და 2024 წლის არჩევნებს. ეს ოთხი პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი არ მოქმედებს დამოუკიდებელი ნებით – ისინი გარედან იმართებიან.
ძალიან საგულისხმოა, რომ არაერთ ცნობილ უმაღლეს უნივერსიტეტში, ფაქტობრივად ინდოქტრინაცია მიმდინარეობს ახალგაზრდობის, რადგან ხელისუფლებამ ეს, თავიდანვე არ აღკვეთა, ანუ საფუძველშივე. ამ უნივერსიტეტებში ახალგაზრდებს ტვინებს ურეცხავენ და მათ ინდოქტრინირებას ახდენენ, რაც, ფაქტობრივად, შესაძლებელი გახადა ხელისუფლების ამდაგვარმა ზერელე მიდგომამ საკითხისადმი.
–დაბოლოს, როგორ შეაფასებდით საერთაშორისო მდგომარეობას და რუსეთის ფაქტორს ?
–საქართველომ უნდა დაალაგოს ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ თავად რუსეთმა, როგორც ძლიერმა მხარემ უნდა მისცეს საქართველოს გარანტიები, რომ მას ჩრდილოეთიდან არავითარი საფრთხე არ დაემუქრება, რის სანაცვლოდაც საქართველომ უნდა უზრუნველყოს ის, რომ ჩვენი ქვეყნიდან არავითარი, თუნდაც ჰიპოთეტური საფრთხე არ დაემუქრება რუსეთის ინტერესებს, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ განთავსდება იმ ტიპის შეიარაღება, რაც მიუღებელი იქნება რუსეთის ფედერაციის გეოსტრატეგიური ინტერესებისათვის.
მეორე მხრივ, ტრამპის ხელახალი გაპრეზიდენტება ერთობ მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული ცვლილებების წინაპირობა შეიძლება გახდეს, რაც თავის მხრივ აისახება არა მარტო საქართველოზე, არამედ მთლიან რეგიონზე. რამაც საბოლოოდ შეიძლება პოლიტიკური სურათი რადიკალურად შეცვალოს, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მსოფლიოში.
გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი





