• October

    1

    2024
  • 395
  • 0
დემურ გეორხელიძე : ,, საქართველოს ადგილი არ არის ამ დაპირისპირებაში, რადგან საკმარისია რაიმე შეცდომა და ქართველები დაკარგავენ თავის სახელმწიფოს “

დემურ გეორხელიძე : ,, საქართველოს ადგილი არ არის ამ დაპირისპირებაში, რადგან საკმარისია რაიმე შეცდომა და ქართველები დაკარგავენ თავის სახელმწიფოს “

,,ყველაფერი მიდის დიდი რეგიონალური ომისკენ! უკანასკნელი რაღაც (თითქოსდა!) შეთანხმებები და ე.წ. ,,წითელი ხაზები” წაიშალა. დარჩა ერთადერთი გზა – ომი, რაც გადაწყვეტს ვინ იქნება გამარჯვებული – ე.წ. კოლექტიური დასავლეთი თუ რუსეთი!
უკრაინა?! საქართველო?! ეს პროქსი-წარმონაქმნები მხოლოდ დაპირისპირების
ინსტრუმენტებია და სხვა არაფერი, მათი ადგილი არ არის დღის წესრიგში!

უკრაინა მიდის კატასტროფისკენ – ეს მისი არჩევანია!
ჩვენი არჩევანი კი სხვა უნდა იყოს”,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ექსპერტი დემურ გეორხელიძე წერს.

ყურადღებით გაიაზრეთ, თუ რა მოხდა! იმ ანალიზების ფაქტიური დადასტურებაა,
რაც ამ გვერდზე წლებია კითხულობთ!

1) 77 წელია, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველის (CIA, USA) და ბრიტანეთის დაზვერვის MI6 ((Military Intelligence, Section 6, – ანუ საიდუმლო სამხედრო დაზვერვიის, მე-6 განყოფილება) ხელმაძღვანელები არ შეხვედრიან ერთმანეთს და ამასწინათ შეხვდნენ
“ფაინენშელ თაიმსის” მიერ მოწყობილ შეხვედრაზე. თუ ზუსტად ჩაუკვირდებით მათ პასუხებს, ნახავთ, რომ მინიშნება ესკალაციისკენ არ იყო (გითხრათ სიმართლე, ზეგასაიდუმლოებულმა პირმა – MI6-ის ხელმძღვანელმა ჩემზე სუსტი შთაბეჭდილება დატოვა,
თუმცა, ეს საუბრის სხვა თემაა).

(2) აშშ-ს თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის ამასწინანდელი განცხადებები რამშტაინის ბაზაზე (გერმანია) ყოფნისას, რომ გამორიცხულია უკრაინისთვის ამერიკული და ამერიკულ-ინგლისური რაკეტებით რუსეთის სიღრმეებში დარტყმის უფლების მიცემაო, ეფუძნებოდა საღ ინფორმაციას და ამერიკელი მოქმედი გენერლების კატეგორიულ წინააღმდეგობას რუსეთთან უშუალო კონფლიქტში შესვლისადმი (გაშუალებული, ცხადია, კვლავაც იქნება).
მაგრამ ოსტინი გადაფარეს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა და აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, თუმცა, დროებით!

(3) ახლადგამომცხვარი ერთუჯრედიანი და პოლიტიკური ბეცი – ბრიტანეთის პრემიერ-მისისტრი კირ სტარმერი ,,გაფრინდა” აშშ-ში და თავისი წითელი ჩემოდნით ჩაიტანა სია იმ ქალაქებისა და ობიექტებისა, რომელიც იმავე დღესვე უნდა დაბომბილიყო, როგორც კი აშშ-ს
პრეზიდენტი თანხმობას მისცემდა და ერთობლივ განცხადებას გააკეთებდნენ. მაგრამ უკანასკნელ პერიოდში (ამ შეხვედრამდე), აშშ-ს სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ძალიან მაგრად იმუშავეს, რომ მსგავსი კატასტროფული გადაწყვეტილება არ ყოფილიყო მიღებული, რადგან – ჯერ ერთი, ევროპა უშუალოდ დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა
და აშშ-ც საფრთხის ქვეშ იყო და მასზე დარტმის შემთხვევაში, უკვე ბირთვული ომის საფრთხე ჩნდებოდა საყოველთაო დასასრულით. ორიოდე კვირის წინ მსოფლიო ამ ფინალს გადაურჩა!

(4) რა იყო აშშ-ს პრეზიდენტის უკანდახევის მიზეზი, რადგან იგი ძალზე აგრესიულად შეხვდა სტარმერს და პირდაპირ უთხრა, რომ არანაირი ერთობლივი გადაწყვეტილება და განცხადება არ იქნება. იგივე პასუხი მიიღო სულ ახლახან ზელენსკიმ და ბაიდენი ისევ განრისხებამდე მიიყვანა!

რა ხდება?!
მოდი გავერკვეთ!

(5) აშშ-ს პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან შეხვედრამდე, კირ სტარმერს შეხვდა ოსტინს, მან აუხსნა ამ გონებაშეზღუდულ არარაობას, რომ თუ ეს მოხდა, რუსეთი უშუალო ომში შემოვა ნატოსთან და აშშ-თან და რუსეთი დაბომბავს სამიზნეებს ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში, პოლონეთში, გერმანიაში, სლოვაკეთში, რუმინეთში და, შეიძლება, სხვა ქვეყნებშიც! რუსები გაუშვებენ რაკეტებს და ამ ქვეყნებში გაანადგურებენ მთელ ინფრასტრუქტურას, რომელიც
უზრუნველყოფს აშშ-სა და მისი მოკავშირეების სამხედრო მოქმედებებს აღმოსავლეთ ევროპაში.

და ეს არის ომი, რომლისთვისაც ჩვენ მზად არ ვართო !!!
და ა.შ. და ა.შ.
დიახ! ნატო არა მარტო მზად არ არის რუსეთთან საბრძოლველად, არამედ, არანაირი პოტენციალი არ გააჩნია ამ ომის წარმოებისთვის (ნახეთ ამის დასტურად ის ოთხი სტატუსი, რომელიც აშშ-ს კონგრესის სპეციალური კომისიის ანაგარიშს მივუძღვენი
გუშინ).

აზრზე მოდით, – იმ გონებადაბნელებულ ქართველებს მივმართავ, დამპალმა იდეოლოგიამ რომ ხეპრე და უტვინო არსებებად აქცია! მსოფლიო დგას და ორიოდე კვირის წინ გადაურჩა სრულ განადგურებას! მაგრამ რაკი ეს თავიდან იქნა აცილებული, ისეთი უვარგისი პროქსი-წარმონაქმნები, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო, ბოლომდე იქნება “გახარჯული”
რუსეთის წინააღმდეგ, შემდეგ კი აშშ და რუსეთი მოილაპარაკებენ. ამიტომ კრეტინული შეხედულებები ამ დაპირისპირებაზე, რაღაც გონებადამთხვეული მსჯელობები, რომ უკრაინა იმარჯვებს და მალე რუსეთი დაიშლება, ეს ტრაგიკული აზროვნებაა დღევანდელ სიტუაციაში. საქართველოს ადგილი არ არის ამ დაპირისპირებაში, რადგან საკმარისია რაიმე შეცდომა და ქართველები დაკარგავენ თავის სახელმწიფოს.

მოამზადა თამთა მაისურაძემ

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor