• February

    2

    2025
  • 155
  • 0
დესტრუქციული ,,დაიტოვე”-ს საქმიანობა კვლავ პოლიციის შესწავლის საგანი გახდა – ვინ არის დამფინანსებელი და რა შედეგს დადებს გამოძიება ?

დესტრუქციული ,,დაიტოვე”-ს საქმიანობა კვლავ პოლიციის შესწავლის საგანი გახდა – ვინ არის დამფინანსებელი და რა შედეგს დადებს გამოძიება ?

,,GEO NEWS”-მა 2024 წლის 20 და 22 ნოემბერს გამოაქვეყნა სტატია სათაურით : ,,ჟურნალისტ ირაკლი გუნიაზე რადიკალების მხრიდან ბულინგი და ფსიქოლოგიური ტერორი ხორციელდება”, ,,ორგანიზაცია ,,დაიტოვე” დესტრუქციული აგრესიის წყარო”. https://geonews.org.ge/geo-news-%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9f%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2-%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%9c/, 

https://geonews.org.ge/%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%96%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1/

,,GEO NEWS” გმობდა ჩვენი დამფუძნებლის, ქეთევან ხომერიკის და ჩვენი უკვე ყოფილი ჟურნალისტის, ირაკლი გუნიას მიმართ სოციალურ ქსელებში განხორციელებული ინტენსიური დევნის, შეურაცხყოფისა და ბულინგის კოორდინირებულ ,,სპეცოპერაციას”, რომელიც დესტრუქციულ ოპოზიციასთან აფილირებული ჯგუფ ,,დაიტოვე”- ს წევრებისა და სხვა ექსტრემისტების მიერ ხორციელდებოდა. 

საქმე ის გახლდათ, რომ ჯგუფი ,,დაიტოვე” ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას ებრძვოდა – ხელისუფლების დაქირავებულებს, მონებს, რუსებს, მოღალატეებს და ა.შ. გვიწოდებდა. 

ბოლო სტატიაში აღვნიშნავდით, რომ შესაძლოა, ორგანიზაცია ,,დაიტოვე” კეთილშობილური მიზნებისთვის შეიქმნა, თუმცა, სადღეისოდ ეს ორგანიზაცია მაქსიმალური დესტრუქციისთვის გამოიყენებოდა, რაც თავის თავში მოიცავდა ყველაზე რადიკალური ქმედებებისათვის მზაობას და შემდგომში ამის განხორციელების მცდელობას. 

მაშინ რეაგირებისთვის მყისიერად სამართალდამცავ ორგანოებს მივმართეთ, შედეგად ჩვენი ყოფილი ჟურნალისტი და დამფუძნებელი გამოიკითხა და ,,დაიტოვეს” მხრიდან ,,GEO NEWS”-ზე თავდასხმები შეწყდა.  

ჯგუფი ,,დაიტოვე”, რომელიც ჩვენი მედიის დისკრედიტაციას ცდილობდა, დესტრუქციული და ძალადობრივი მოძრაობა, რომ არის, ეს ჩვენთვის გუშინ, კიდევ ერთხელ დადასტურდა.

მოგეხსენებათ, პოლიციამ ჩხრეკა „ფეისბუქ“ ჯგუფის, „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის ( ნენსი ვოლანდი ) სახლში ჩაატარა. დიახ, ეს ის ნენსი ვოლანდია, რომელიც თავის თანამოაზრეებთან ერთად ჩვენი მედიის გაშავებას ცდილობდა.

გუშინ, ჩხრეკა ასევე, ჩატარდა „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის საცხოვრებელ სახლში.

,,დადგება ის დრო, როცა ყველა დაისჯებით ამისთვის”, – ასე გამოეხმაურა ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქრისტინე ბოტკოველი ( იგივე ნენსი ვოლანდი ) მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას.

როგორც ბოტკოველი სოციალურ ქსელში წერს, უკვე მეორედ, პოლიციამ მისი სახლიდან ტელეფონი და ყველანაირი ტექნიკა წაიღო.

,,წამართვეს უკვე მეორედ ტელეფონი და ყველანაირი ტექნიკა. ახლა მათხოვეს და ამ ტელეფონით ვერ შევედი ჩემს ძველ ,,ექაუნთზე”, დროებით ამით ვიქნები. მადლობა კიდევ ერთხელ. ცეცხლი ოლიგარქიას ! ”- წერს ბოტკოველი.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი 225-ე და 226-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ასევე, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.

ჩვენ კი ჩვენის მხრივ ვიტყვით შემდეგს : 

დიახ, მოღალატე ოპოზიციასთან და თაღლით ხაზარაძესთან ასოცირებული ჯგუფი ,,დაიტოვე” დესტრუქციული ძალაა, შესაბამისად, მათი საქმიანობა შესასწავლია, ისევე როგორც დაფინანსების წყაროები, ასე რომ ჩხრეკა, არათუ დროული, არამედ აუცილებელი იყო.

,,GEO NEWS”

 

 

 

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor