• July

    2

    2025
  • 282
  • 0
დიანა გვიშიანი : არალეგალურად მყოფი პირების ნაწილი შესაძლოა დაუდგენელი წარსულით იყოს – დეპორტაცია, როცა ეფუძნება უსაფრთხოების, ან კრიმინალურ შეფასებას, ხელს უწყობს კრიმინალის პრევენციას და საზოგადოებრივი სიმშვიდის შენარჩუნებას !

დიანა გვიშიანი : არალეგალურად მყოფი პირების ნაწილი შესაძლოა დაუდგენელი წარსულით იყოს – დეპორტაცია, როცა ეფუძნება უსაფრთხოების, ან კრიმინალურ შეფასებას, ხელს უწყობს კრიმინალის პრევენციას და საზოგადოებრივი სიმშვიდის შენარჩუნებას !

დიანა გვიშიანი : ,,ცილისწამება ხშირად გამოიყენება, როგორც პოლიტიკური იარაღი, კანონმა შეიძლება შეამციროს ეს პრაქტიკა”

დღეს „GEO NEWS“ ესაუბრება ქართული იურისპრუდენციის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს, ადვოკატ დიანა გვიშიანს. მის საქმიანობას განუზომელი პროფესიონალიზმი, ურყევი თანადგომა და კანონის უზენაესობისადმი უპირობო პატივისცემა განაპირობებს. მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით, ქალბატონმა გვიშიანმა არაერთ სამართლებრივ დავაში მოიპოვა გამარჯვება, რითაც მშვიდად და ღირსეულად ემსახურება სამართლიანობის დამკვიდრებას.

-ქალბატონო დიანა, თქვენ ყოველთვის აცხადებდით, რომ პირი, რომელიც ავრცელებს ინფორმაციას პასუხისმგებელი უნდა იყოს გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეზე. დღეს ეს საკანონმდებლო ფორმას იძენს. რამდენად პოზიტიური მოლოდინი გაქვთ და საერთო ჯამში, მტკიცების ტვირთის რევერსული გადანაწილება ნეგატიურად ხომ არ იმოქმედებს სიტყვის თავისუფლების ხარისხსზე და რამდენად შეიძლება მსგავსი რეგულაციით დაესვას წერტილი უთავბოლო და დაუსრულებელ ცილისწამებებს ? 

-მტკიცების ტვირთის რევერსი, ანუ პასუხისმგებლობის გადატანა პასუხისგებაში მყოფ პირზე, რათა მან დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თავად არის სამართლებრივი პრინციპიდან გადახვევა, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმციას ეფუძნება. სიტყვის თავისუფლების კუთხით, ასეთი მიდგომა შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, რადგან ადამიანებმა შესაძლოა თავი შეიკავონ კრიტიკული გამოხატვისგან შიშით, რომ მათ მოუწევთ საკუთარი სიტყვის სიმართლის დამტკიცება სასამართლოში, მაშინ როცა საქმეში ჩართული ინფორმაცია შესაძლოა, საჯაროდ ხელმისაწვდომი არ იყოს, ეს ნიშნავს იმას, ადამიანები თავს აარიდებენ გამოხატვას, თვითცენურის გამო.

საჭიროა დაცული იყოს დისბალანსი, თუმცა ცილისწამების შესახებ კანონებს რამდენიმე მნიშვნელოვანი დადებითი მხარე აქვს, როდესაც ისინი სწორად და პროპორციულად გამოიყენება.

ცილისწამება, ანუ სიცრუეზე დაფუნებული მტკიცება, რომელიც აზიანებს ადამიანის სახელს, უშუალოდ ზიანს აყენებს სოციალურ და პროფესიულ ცხოვრებას, კანონი აძლევს ადამიანს საშუალებას რეაბილიტაცია მოახდინოს მის მიმართ შელახული რეპუტაციის აღდგენისათვის, მოითხოვოს კომპენსაცია, ან საჯარო ბოდიში.

როდესაც საზოგადოებაში ყველამ იცის, რომ მტკიცებებს უნდა ჰქონდეს საფუძველი, ეს ზრდის პასუხისმგებლობას საჯარო გამოსვლებზე, განსაკუთრებით მედიის, პოლიტიკოსების, ან საჯარო პირების მხრიდან, ეს თავის მხრივ ამცირებს ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას და ხელს უწყობს ფაქტებზე დაფუძნებულ დისკუსიას.

ცილისწამება ხშირად გამოიყენება, როგორც პოლიტიკური იარაღი, კანონმა შეიძლება შეამციროს ეს პრაქტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ზომის კრიტიკა ლეგიტიმურია, მიზანმიმართული ცრუ ბრალდებები ხშირად გამოიყენება ოპონენტების დისკრედიტაციისათვის, კანონი ქმნის ბარიერს ამგვარი უპასუხისმგებლო და მავნე ქმედებებისაგან.

ცრუ ბრალდებები თავისუფლად ვრცელდება – მაგალითად : მოსამართლეების, პოლიციელების, მასწავლებლების, ექიმების წინააღმდეგ და არ არის სამართლებრივი მექანიზმები მათ დასაცავად. ეს აქვეითებს ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი. ცილისწამების რეგულაციები ხელს უწყობს დაცვის მექანიზმების გამოსწორებას, რათა ინსტიტუტებმა შეძლონ თავიანთი სახელის დაცვა.

ცილისწამების კანონებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი პიროვნული ღირსებისა დ სოციალური წესრიგის დაცვაში, მათი ბალანსირებულად გამოყენება გადამწყვეტია, რათა არ დაზიანდეს დემოკრატიის საფუძველი – სიტყვის თავისუფლება.

-გარდა ამისა, ცნობილია, რომ საკანონმდებლო ორგანო აიოლებს ქვეყნიდან უკანონო ემიგრანტების დეპორტაციის პროცედურებს. რამდენად ემსახურება აღნიშნული საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ?

-უკანონო მიგრანტების დეპორტაცია, როცა ის ტარდება კანონის ფარგლებში გამჭვირვალედ და ადამიანის უფლებების დაცვით, ემსახურება სახელმწიფოს ეროვნულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ინტერესებს.

ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება აკონტროლოს ვინ შემოდის მის ტერიტორიაზე და რამდენი ხანი რჩება, უკანონო მიგრანტების დეპორტაცია ეხმარება სახელმწიფოს :

1 – აღასრულოს საზოგადოებრივი წესრიგი,

2 – დაიცვას საზღვრების სუვერენიტეტი,

3 -აკონტროლოს მიგრაციის ნაკადები,

უკანონო მიგრაცია ავტომატურად ნიშნავს ქვეყნის იმიგრაციის კანონმდებლობის დარღვევას. დეპორტაცია აჩვენებს, რომ კანონის დარღვევას მოსდევს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რაც ზრდის კანონის მიმართ პატივისცემას, აკავებს სხვა პირებს მსგავსი ქმედებებისაგან.

არალეგალურად მყოფი პირების ნაწილი შესაძლოა გამოუძიებელი და დაუდგენელი წარსულით იყოს, დეპორტაცია განსაკუთრებით, როცა ეფუძნება უსაფრთხოების, ან კრიმინალურ შეფასებას, ხელს უწყობს
კრიმინალის პრევენციას და საზოგადოებრივი სიმშვიდის შენარჩუნებას.

დეპორტაცია ეხმარება სახელმწიფოს ამ რისკების შემცირებაში, უზრუნველყოფს მიგრაციის ლეგალური არხების გაძლიერებას, იცავს ადგილობრივი მუშახელის ინტერესს, დეპორტაციის პროცესი უნდა იყოს კანონისმიერი, სამართლიანი და გამჭვირვალე. აუცილებელია დაცული იყოს ადამიანის უფლებები, მათ შორის საერთაშორისო დაცვის მაძიებელთა ( თავშესაფრის მაძიებელთა) უფლებები. დეპორტაცია არ უნდა იქცეს ეთნიკური, რელიგური და დისკრიმინაციის იარაღად.

უკანონო მიგრანტების დეპორტაცია, როდესაც ტარდება კანონოს შესაბამისად, არის – პირველი :  სახელმწიფოს სუვერენული უფლება, მეორე : იცავს ეკონომიკურ და სამართლებრივ სტაბილურობას, მესამე : ამაგრებს მიგრაციის ლეგალურ სისტემას.

-დაბოლოს, როგორ შეაფასებდით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ეფექტურობას ჭეშმარიტების დადგენის გზაზე ?

-საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში აქვს მნიშვნელოვანი დადებითი მხარე, რაც დიდ როლს თამაშობს დემოკრატიულ პროცესში გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში და საზოგადოებრივი ნდობის გაძლიერებაში.

საგამოძიებო კომისიის მთავარი მიზანია ფაქტების დადგენა სახელმწიფო უწყების და საჯარო პირების ქმედებებში. გამოავლინოს სისტემური პრობლემები და დანაშაულის ნიშნები, გაარკვიოს მიზეზ შედეგობრივი კავშირები, კონკრეტულ მოვლენებს შორის.

პარლამენტი არ არის მხოლოდ საკანონმდებლო ორგანო, არამედ აკისრია გამოკვლევის და კონტროლის ფუნქციაც.

კომისიის მუშაობის პროცესი ღიაა მედიისა და საზოგადოებისათვის, რაც ხელს უწყობს :

მოქალაქეების უკეთ ინფორმირებას, მოვლენების რეალურ საფუძველზე,

აბალანსებს დეზინფორმაციას ან ცალმხრივ ნარატივებს,

საზოგადოება იღებს ოფიციალურ და დამაჯერებელ ინფორმაციას, რაც ამცირებს სპეკულაციებსა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს.

კომისია, არა მხოლოდ აწმყოს აკონტროლებს, არამედ მომავლის გაუმჯობესებას ემსახურება.

როდესაც ხელისუფლება აკეთებს ტრანსპარენტულ ნაბიჯს და ქმნის საგამოძიებო კომისიას – -ეს ხშირად ამშვიდებს საზოგადოებას, აჩვენებს მზადყოფნას საკუთარი ქმედებების ან შეცდომების გადახედვისათვის, აძლიერებს ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

საგამოძიებო კომისია არის დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც ეხმარება ჭეშმარიტების დადგენას : 

-ამყარებს სამართლებრივსა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას,

-აძლიერებს საზოგადოებრივ ნდობას,

-უწყობს ხელს რეფორმების დაგეგმვას და სისტემური შეცდომების გამოსწორებას. 

თამთა მაისურაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor