
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უახლოეს თვეებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას ვერ ხედავს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი ვერ ხედავს უახლოეს თვეებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.
დევიდ ლემის თქმით, ამის მიზეზი რუსეთი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინია, რომელიც ცეცხლის შეწყვეტით არ არის დაინტერესებული.
როგორც „გარდიანი“ წერს, ლემს ეჭვი ეპარება რომ უკრაინას და რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებამდე კვირები აშორებს.
„პუტინს აბსოლუტურად არ გამოუჩენია მოლაპარაკებისა და ომის დასრულების სურვილი“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლემმა ასევე არგუმენტად მოიყვანა უკრაინის მოსაზრება, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება მოლაპარაკებებამდე.
„მე არ ველოდები ამ ომში ცეცხლის შეწყვეტას უახლოეს დროში. ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ, რომ პუტინს ჯერ კიდევ არ გამოუთქვამს სურვილი მოლაპარაკებების დაწყების და სამწუხაროდ, ვფიქრობ რომ ეს ომი კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება“, – განაცხადა ლემმა.





