
დიდი სიფრთხილე გვმართებს ჟურნალისტებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თემატიკაზე, რელიგიასთან და სულიერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე – ასეთი თემების „გასკანდალება“ ძვირი დაგვიჯდება
დღეს საზოგადოება დალაგებულ და პროფესიონალების მიერ განხილულ ანალიტიკურ სტატიებს მოითხოვს. ასე რომ, ვთვლით, მედია ომსა და გარკვეული პოლიტიკური რადიკალური ჯგუფების ინტერესებს არ უნდა შეეწიროს და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები უნდა შუქდებოდეს – მედია არ უნდა გახდეს ვინმეს მომსახურეობის სფერო.
მედიამ უნდა გააცნობიეროს მისი სოციალური პასუხისმგებლობა და ის, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, აქტუალური მოვლენებისა და ამა თუ იმ პრობლემატიკური საკითხების გაშუქებას ითხოვს, რაც სწორედ მედიის პრიზმიდან უნდა დაინახოს.
სამწუხაროდ, ქართული მედიის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ ისევ ვერ ხედავს და ჯეროვნად ვერ აფასებს საკუთარ როლს საზოგადოებრივი აზრის, სოციალური ქცევისა და სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესში.
ფსევდოობიექტური მედიის სახე კარგავს ჟურნალისტიკის პრინციპებს და გადადის სხვა, კერძოდ, სკანდალური ინფორმაციებისა და გამოგონილი რეიტინგების უაზრო თამაშში. ხოლო სკანდალი უკვე ვეღარ ქმნის მედიას პოპულარულს.
ვიმეორებთ, საზოგადოება მოითხოვს დალაგებულ, პროფესიონალების მიერ განხილულ ანალიტიკურ სტატიებს.
დიდი სიფრთხილე გვმართებს ჟურნალისტებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თემატიკაზე, რელიგიასთან და სულიერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასეთი თემების „გასკანდალება“ ძვირი დაგვიჯდება. ამას უცხოურ გრანტებს და მედიის ფინანსურ საკითხებს ვაბრალებდით, ეს თემა იმდენჯერ დატრიალდა უკვე აზრიც კი დაკარგა.
ტელევიზიები, ბეჭდური მედია, სოციალური ქსელი და ელექტრონული მედიაც ჩვენი სინდისია და ალბათ დროა უკვე, მივხვდეთ თუ სად შევტოპავთ თუ ამას არ გავითვალისწინებთ.
ბინძური ხელებით დაბანილ მედიას ნუ „შევტენით“ მოსახლეობას სუფთა და გამჭვირვალეობის რეიტინგით. ამ შეცდომას კი ვერანაირად ვერ გამოასწორებთ.
ძალიან კარგად მესმის მედიაზე პოლიტიკოსების (არა მარტო) შეტევების არსი. ისიც ვიცი, რომ საზოგადოებას მობეზრდა უკვე მარაზმში გადასული რეიტინგის აწევა…თუმცა ვერ დავსჯით და არ შეიძლება მედიის დასჯა, დემოკრატიულობის პრინციპი უპირველესად მედიაპლურალიზმზეა დამყარებული. ის რაც აშკარად ჩანს სამწუხაროდ, ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმია.
პროფესიონალიზმი და კულტურა დღეს აღარ არის ამ პროფესიის უმთავრესი პრინციპი და არც არავინ არ იწუხებს ამაზე თავს. მაღალზნეობრივი ჟურნალისტიკა უკვე მითად იქცა. თავსაც იმართლებენ ჩვენი მედიის „ექპერტები“. თუ არ მოგწონთ – არ წაიკითხოთ, არ უყუროთ, არ უსმინოთო.
დიახ, ეს კარგი გამოსავალია, მაგრამ ძნელია იმის მოთმენა, რაც ხდება. საზოგადოებას ხელოვნურად უბინძურებენ და უშხამავენ ტვინს.
ინფორმაციის წყაროდ სოციალურ ქსელს იყენებენ, სადაც საშინელი ქაოსი და სიბინძურეა – „ბოტების“ , “ტროლების“ და დეზინფორმატორების სახით. ეს კი საბოოლოდ კლავს მედიის პრინციპებს და სახიფათოა საზოგადოებისთვისაც.
დათო ქაქუთია





