• September

    27

    2024
  • 134
  • 0
დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს პასუხის მოლოდინში თაღლითი თურქის ქართველი მფარველები ერთფუთიან ტალახს გვესვრიან და გვესვრიან….

დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს პასუხის მოლოდინში თაღლითი თურქის ქართველი მფარველები ერთფუთიან ტალახს გვესვრიან და გვესვრიან….

ვინც ჩვენი სტატიების ციკლს აკვირდება ემახსოვრება პოლონეთში მოკალათებულ ვინმე გოჩა არჩაიას მუქარები, ჩვენი საჩივრები დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოში და ამავე სამმართველოს მიერ დუშეთის რაიონულ სამმართველოში გაგზავნილი ზემოთხსენებული პირის სისხლის სამართლის საქმე. ასევე, დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოდან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გაგზავნილი მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების საქმე, რომელიც ახლახან კაციტაძის უწყებამ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს დაუბრუნა, რაზეც ჩვენ დავწერეთ კიდეც ( იხ: სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უგზო-უკვლოდ ,,დაკარგული” საქმე კვლავ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს დაუბრუნდა) ?

დღეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის / საგამოძიებო დეპარტამენტის / აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის, ანზორ გურულის ოფიციალური წერილიც მივიღეთ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,გაცნობებთ, რომ თქვენი განცხადება, თქვენთან გასაუბრების ოქმი, 2024 წლის 18 სექტემბრის წერილით გადაიგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოში. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კანცელარიაში ,,გაჩხერილი” საქმე 10 დღიანი ,,მოგზაურობის” შემდეგ, როგორც იქნა, დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს დაუბრუნდა, ახლა ჯერი გომელაურის უწყებაზეა. 

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვესაუბრეთ დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს ხელმძღვანელობას, რომელთაც გვითხრეს, რომ მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეობის საქმის შესწავლა შეწყდა : ზემდგომმა უწყებამ – სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამ ვიდეოებში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა ვერ გამოავლინა, შესაბამისად, საქმის შესწავლა დასრულდაო.

მართალია,ზემოთხსენებული საკითხის შესწავლა დასრულდა, თუმცა კიბერდანაშაულის საქმე დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს შესასწავლია. კერძოდ, მათი დასადგენია თუ ვინ გამოიყენა ( იყენებს ) 60 წლის ბათუმელი ქალბატონის, ვინმე ნანა დუმბაძის სახელსა და გვარს. ქმნის მის ფეისბუკ გვერდებს, საიდანაც ბოლო ხანებია სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებენ. ასევე გვიგზავნიან ვიღაცეების პორნოგრაფიულ ვიდეოებს, ათას სიბინძურეს გვაბრალებენ და გვესვრიან ერთფუთიან ტალახს.  

გაგიკვირდებათ და გუშინ, ღამის 2 საათზე კვლავ გვესტუმრა დაუპატიჟებელი სტუმარი ნანა დუმბაძის სახელით. კერძოდ, ჩვენს ფეისბუკ გვერდზე ,,Geo News“- ის ერთ-ერთ წერილზე სათაურით : ,,სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, სუს-ის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა“, დაწერა ჩვენი შეურაცხმყოფელი კომენტარი. ასევე ფოტოზე, რომელიც ჩვენს პატრიოტ ძალოვან მეგობართან გვაქვს გადაღებული. ჩვენ აღნიშნული ფაქტი მყისიერად ვაცნობეთ დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს, ასევე შსს-ს გენერალურ ინსპექციას. რამდენიმე საათის წინ დამატებით გამოვიკითხეთ. 

გავმეორდებით, ვიცით, რომ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოებში არიან მაღალი კლასის პროფესიონალები და გვაქვს მათი იმედი. შესაბამისად, გვჯერა, რომ დროის უმოკლეს ვადებში იქნება დადგენილი ე.წ. აიპი მისამართი, ანუ ის პირი ან პირთა წრე, ვინც ჩვენ მსგავსი ბინძური მეთოდებით გვეთამაშება და წყობილებიდან გამოყვანას ცდილობს. ველოდებით, რას დაადგენს დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველო, რის შესახებაც ვაუწყებთ ჩვენს მკითხველს.

ჩვენც ჩვენის მხრივ, ჩვენი კონფიდენციალური წყაროების მეშვეობით შევეცდებით დავადგინოთ ვინ არის ის პირი ან პირთა წრე, რომელსაც არ ასვენებს გამჩენი. უახლოეს დღეებში ვრცელ სტატიას შემოგთავაზებთ.

ასევე, რაც შეეხება ჩვენი მანქანის სარკის დაზიანებას, რაზედაც ასევე დაიწყო გამოძიება იმავე დიდუბე-ჩუღურეთის ერთ-ერთ სამმართველოში. სამწუხაროდ, დიდუბე-ჩუღურეთმა ამჯერადაც ვერ გამოავლინა სერიული დამნაშავე. 

და ბოლოს, რაც შეეხება ვინმე გოჩა არჩაიას ( დათა ახალაიას, ზაქარია ქუცნაშვილისა და თაღლითი თურქების ,,მეგობარს”) მის მუქარას პოლონეთიდან, უახლოეს დღეებში დუშეთის რაიონის სამმართველოში დამატებით გამოვიკითხებით, მანამდე კი შეურაცხყოფისა და ტალახის სროლის მოლოდინში ვართ. 

p.s. წერილი დასრულებული გვქონდა, როცა ჩვენმა ერთ-ერთმა მეგობარმა მოგვწერა : რა უნდა მაგის დადგენას ? ტექნოლოგიების ხანაა…

მკითხველმა შეაფასოს. 

( გაგრძელება იქნება )

ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor