• September

    30

    2025
  • 231
  • 0
ექსკლუზივი : დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოს პროფესიონალი კადრები ტოვებენ ?

ექსკლუზივი : დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოს პროფესიონალი კადრები ტოვებენ ?

ცნობილია, რაც არ უნდა კარგი კადრები გყავდეს, თუ ხელმძღვანელი უვარგისია იმ სამსახურს არაფერი კარგი არ უწერია და გადაიქცევა ნელ-ნელა ჩამყაყებულ ჭაობად. დროში არ გავჭიმავთ ინტრიგას და ეგრევე გეტყვით, თუ ვისზეა გამოჭრილი ეს თარგი – დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველო.

სულ რამდენიმე ხნის წინ იქ თავის საქმის პროფესიონალები მუშაობდნენ, მაგრამ როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ისინი იმართებოდნენ ადამიანებით, რომლებიც ჩვენი პირადი აზრით, ტყუპისცალივით ჰგვანან ერთმანეთს – მათ აერთიანებთ არაპროფესიონალიზმი და აქედან გამომდინარე, აურზაური მუშაობაში, რომელიც წესით და რიგით სერიოზული უნდა იყოს.

რაში გამოიხატება მათი არაპროფესიონალიზმი ? უპირველეს ყოვლისა, არასათანადო მიდგომით ადამიანის უსაფრთხოების დაცვის საკითხში.

მაგ: ერთ-ერთ ჩვენთაგანს ვინმე მირიან ყარაულაშვილი დაემუქრა ფეხებით დაკიდებით. უნდა გამოგიტყდეთ, რომ მე უფრო ვუფრთხი ადამიანს, რომელიც არ მემუქრება, არამედ საქმეს სიტყვების რახარუხის გარეშე ასრულებს, თუმცა რჩება რაღაც არასასიამოვნო შეგრძნება, რომ ვიღაცას შენი ფეხებით დაკიდება უნდა. ხომ შეიძლება, რომ მეც გამიჩნდეს ანალოგიური სურვილი და ბატონი მირიანი, წინასწარი გაფრთხილების გარეშე მართლაც ფეხებით დავკიდო ? ამიტომ, რომ არ გადამედგა ეს რადიკალური ნაბიჯი და ნერვები ცოტა დამემშვიდებინა, თითქმის ნახევარი წლის წინ მივმართე დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს და გამომძიებელს მოვახსენე ჩემს თავსატეხზე. არადა, გამომძიებელი პროფესიონალია. ყურადღებით მომისმინა და დამისვა ლოგიკური კითხვები, რითაც დამარწმუნა, რომ ამ ჩემს პრობლემას უახლოეს დროში მოაგვარებდა. გამომძიებელის სახელი და გვარი გიორგი ბარაბაძეა, რომელიც მალევე დააწინაურეს ( გლდანი-ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილეა ) და სრულიად სამართლიანად. მირიან ყარაულაშვილმა ბოდიში დღემდე არ მომიხადა, არც გამოუკითხვათ. რატომ ? ჩვენი ინფორმაციით, სამმართველოს უფროსს, გიორგი პაპიძეს და მის მოადგილეს, კახაბერ რაზმაძეს მუშაობის თავისებური სტილი აქვთ. რა ხასიათზეც იქნებიან ისეთ გადაწყვეტილებებს ღებულობენ – მოუნდებათ უბრძანებენ გამომძიებლებს, ეს ადამიანი არ გამოიძახო, არ გამოკითხო, თავი დაანებე, ან გამოიძახე, გამოკითხე და პოლიციიდან არ გაუშვაო. პატიოსანი პროფესიონალისთვის ასეთ ატმოსფეროში მუშაობა იგივეა, რაც კატორღა და ზოგიერთი მათგანი, არათუ, გადადის სხვა სამმართველოში, არამედ საერთოდ სისტემიდან მიდის და გამოხედვაც არ უნდა. დიახ, ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე გამომძიებელმა უკვე დატოვა მე-4 სამმართველო და ვვარაუდობთ, რომ დარჩენილებიც ფიქრობენ წასვლას.

ჩვენ წინარე პუბლიკაციაში აღვნიშნავდით, რომ გაუსაძლისს პირობებში ამყობედა ხელმძღვანელობა მათ. თუ ასე წავიდა საქმე ვშიშობთ, რომ გიორგი პაპიძე და კახაბერ რაზმაძე დაემსგავსებიან რობზონ კრუზოს და პარასკევას – ანუ მე-4 სამმართველო გადაიქცევა უკაცრიელ კუნძულად და ბატონ პაპიძეს და ბატონ რაზმაძეს არ ასცდებათ ერთობლივად მემუარების გამოცემა სათაურით – რობინზონიადა.

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობაა, მაგრამ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს – ჩვენ მშვენივრად ვიცით ის დიდი როლი, რომელსაც დღევანდელ საქართველოში ასრულებს პოლიცია, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა რუსთაველზე განვითარებული მოვლენების დროს.

ჩვენ ვამაყობთ ქართული პოლიციით, რომელიც მართლაც ქვეყნის სადარაჯოზე მტკიცედ დგას და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს შინაურ მტრებს არ მისცემენ საშუალებას საქართველოს უფრსკულში გადაჩეხვის.

არადა, არის საშიშროება, როცა პატიოსანი პროფესიონალი მიდის სისტემიდან, ხოლო პაპიძეებისა და რაზმაძეების მსგავსნი ,,პოლიციელები” რჩებიან, ისინი ქვეყნის მაოხრებლების მხარეს გადავიდნენ.

ამ სამმართველოს მაგალითზე შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ ხელმძღვანელი პაპიძე და მისი მოადგილე რაზმაძე შეგნებულად სჩადიან საბოტაჟს, რომელიც გამოიხატება მათ მიერ გაცემულ ბინძურ დავალებებში, რომელსაც პატიოსანი სამართალდამცავი ხელს არ მოაწერს და წასვლა ურჩევნია.

ჩვენ სახელმწიფოებრივი აზროვნება გვაქვს და სულერთი არ არის რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენი პოლიცია და ჩვენი მედია სხვა სამმართველოების ხელმძღვანელების მოქმედებებსაც დააკვირდება, რასაც აქამდეც ვაკეთებდით კიდეც და ოპერატიულად შევატყობინებთ საზოგადოებას კარგზეც და ცუდზეც – არავინ იქნება დავიწყებული. 

დაბოლოს, ჩვენი სურვილია, რომ ახალმა მინისტრმა ყურადღება მიაქციოს კადრებს – მეტი სიმკაცრე გამოავლინოს ისეთი ხელმძღვანელების მიმართ, რომლებსაც არ ძალუძთ მუშაობა იმ დონეზე, რომ თანამშრომლებმა არ დატოვონ თავისი ადგილები ! 

( გაგრძელება იქნება ) 

გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი 

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor