• October

    18

    2023
  • 155
  • 0
დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ახალი პარკი მოეწყობა

დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ახალი პარკი მოეწყობა

დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე მუშაობის დაწყება დაავალა.

„საუბარია ორ ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც დღეს მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა იქ შესაძლებელია ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცის, პარკის მოწყობა. ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ტერიტორიის განაშენიანების იდეა საბურთალოს რაიონის გამგებელს, გიზო ვასაძეს ეკუთვნის.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor