
დიმიტრი ლორთქიფანიძე : ცნობები საქართველოში შესაძლო გადატრიალების შესახებ უსაფუძვლო არ არის, ამ ინფორმაციას საზოგადოება განგაშით აღიქვამს
,, ცნობები საქართველოში შესაძლო გადატრიალების შესახებ უსაფუძვლო არ არის”,- ამის შესახებ პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა, ექსპერტმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ რუსულ მედიასთან, კერძოდ „იზვესტიას“-თან ორიოდე დღის წინ, განაცხადა.
„ინფორმაცია შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების შესახებ, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გააჟღერეს, უსაფუძვლო არ არის, რატომ ? იმიტომ რომ, მალე საქართველო არჩევანის წინაშე უნდა დადგეს: ის ან იღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ან არა – უარს ეუბნებიან. და როგორც არ უნდა განვითარდეს პოლიტიკური მოვლენები, როგორი სცენარითაც, ინფორმაცია სახელმწიფო გადატრიალების შესახებ, ჩემთვის სრულიად დამაჯერებელია“, – განაცხადა ექსპერტმა.
დიმიტრი ლორთქიფანიძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების დასკვნაში ზუსტად არის მითითებული ყველა ის პირი, ვინც შესაძლოა იდგეს მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების უკან.
„ამ ინფორმაციას საზოგადოება განგაშით აღიქვამს“, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
,,Geo News”




