• June

    3

    2025
  • 99
  • 0
დიმიტრი მედვედევი – მოლაპარაკებები სტამბოლში საჭიროა არა კომპრომისული მშვიდობისთვის, არამედ ჩვენი სწრაფი გამარჯვებისთვის, ამაშია რუსეთის მემორანდუმის არსი

დიმიტრი მედვედევი – მოლაპარაკებები სტამბოლში საჭიროა არა კომპრომისული მშვიდობისთვის, არამედ ჩვენი სწრაფი გამარჯვებისთვის, ამაშია რუსეთის მემორანდუმის არსი

მოლაპარაკებები სტამბოლში საჭიროა არა კომპრომისული მშვიდობისთვის, არამედ ჩვენი სწრაფი გამარჯვებისთვის, ამაშია რუსეთის მემორანდუმის არსი, – ამის შესახებ „ტელეგრამში“ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი წერს.

მისივე თქმით, შურისძიება გარდაუვალია და ისინი, ვინც უნდა განადგურდნენ, გაქრებიან.

„ყველა, ვინც ღელავს და ელოდება შურისძიებას, ღელვა საჭიროა – ეს ნორმალური ადამიანის თვისებაა. შურისძიება გარდაუვალია. ამასთან, უნდა გვახსოვდეს 1. ჩვენი არმია აქტიურად უტევს და შეტევას გააგრძელებს. ყველაფერი, რაც უნდა აფეთქდეს, აუცილებლად აფეთქდება, ხოლო ისინი, ვინც უნდა განადგურდნენ, გაქრებიან; 2. მოლაპარაკებები სტამბოლში საჭიროა არა კომპრომისული მშვიდობისთვის, ვიღაცის მოგონილი არარეალური პირობებით, არამედ ჩვენი სწრაფი გამარჯვებისა და ნეონაცისტური ხელისუფლების სრული განადგურებისთვის. ამაშია გუშინ გამოქვეყნებული რუსეთის მემორანდუმის არსი“, – წერს მედვედევი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინასთან დაკავშირებით თავისი მემორანდუმის ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც ჩამოთვლილ პირობებს შორის არის ყირიმის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენელ ნაწილად საერთაშორისო-სამართლებრივი აღიარებაა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor