• November

    6

    2024
  • 48
  • 0
დიმიტრი პესკოვი – აშშ-ს შეუძლია, შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით და ხელი შეუწყოს კონფლიქტის დასრულებას, მაგრამ ვერ შეძლებს მის შეჩერებას ერთ ღამეში

დიმიტრი პესკოვი – აშშ-ს შეუძლია, შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით და ხელი შეუწყოს კონფლიქტის დასრულებას, მაგრამ ვერ შეძლებს მის შეჩერებას ერთ ღამეში

აშშ-ს შეუძლია, შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით და ხელი შეუწყოს კონფლიქტის დასრულებას, მაგრამ ვერ შეძლებს მის შეჩერებას ერთ ღამეში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მიერ სავარაუდო ჩარევის მცდელობებზე უსაფუძვლოა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ არ იცის ვლადიმერ პუტინის გეგმების შესახებ, მიულოცავს თუ არა დონალდ ტრამპს გამარჯვებას.

„მე არ ვიცი პრეზიდენტის გეგმების შესახებ, მიულოცავს თუ არა ტრამპს. არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარია არამეგობრულ ქვეყანაზე, რომელიც პირდაპირ და ირიბად არის ჩართული ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში“, – განაცხადა პესკოვმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor