• September

    11

    2025
  • 47
  • 0
დიმიტრი პესკოვი – განცხადებებში, რომლებსაც ვარშავიდან ვისმენთ, ახალი არაფერია – მსგავსი რიტორიკა ბოლო დროს თითქმის ყველა ევროპულ დედაქალაქს ახასიათებს

დიმიტრი პესკოვი – განცხადებებში, რომლებსაც ვარშავიდან ვისმენთ, ახალი არაფერია – მსგავსი რიტორიკა ბოლო დროს თითქმის ყველა ევროპულ დედაქალაქს ახასიათებს

პოლონეთის მიერ გავრცელებულ განცხადებებში ახალი არაფერია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონების შეჭრასთან დაკავშირებით ვარშავისა და ევროპის ქვეყნების განცხადებებს გამოეხმაურა.

„რაც შეეხება რიტორიკასა და განცხადებებს, რომლებსაც ვარშავიდან ვისმენთ, რეალურად, აქ ახალი არაფერია. მსგავსი რიტორიკა ბოლო დროს თითქმის ყველა ევროპულ დედაქალაქს ახასიათებს. ჩვენ ამის გაგრძელებას ვხედავთ“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე, პესკოვის თქმით, რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნები, „ზაპად – 2025“, რომელიც 12-16 სექტემბერს გაიმართება, არცერთი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„ეს დაგეგმილი წვრთნებია ორ სტრატეგიულ მოკავშირეს შორის“, – განაცხადა პესკოვმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor