• February

    18

    2025
  • 52
  • 0
დიმიტრი პესკოვი – ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება კიევის სუვერენული უფლებაა, რადგან საქმე ეხება ეკონომიკურ და არა სამხედრო გაერთიანებას

დიმიტრი პესკოვი – ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება კიევის სუვერენული უფლებაა, რადგან საქმე ეხება ეკონომიკურ და არა სამხედრო გაერთიანებას

ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება კიევის სუვერენული უფლებაა, რადგან საქმე ეხება ეკონომიკურ და არა სამხედრო გაერთიანებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

„ეს არის ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლება. საქმე ეხება ინტეგრაციულ, ეკონომიკურ პროცესებს და აქ, რა თქმა უნდა, არავის შეუძლია, რამე უკარნახოს რომელიმე ქვეყანას. ამის გაკეთებას არ ვაპირებთ, მაგრამ სრულიად განსხვავებული პოზიცია გვაქვს უსაფრთხოებასთან, თავდაცვასთან ან სამხედრო ალიანსებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეს უკვე სხვა საკითხია და ის ყველასთვის კარგადაა ცნობილი“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერმა ასევე ისაუბრა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე. პესკოვის თქმით, უკრაინის კონფლიქტის კომპლექსური მოგვარება საერთოევროპული უსაფრთხოების საკითხების განხილვის გარეშე შეუძლებელია.

„კომპლექსური მოგვარება, გრძელვადიანი მოგვარება, სიცოცხლისუნარიანი მოგვარება შეუძლებელია კონტინენტზე უსაფრთხოების საკითხების კომპლექსური განხილვის გარეშე“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც. თუმცა, მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის, როგორც უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილება ეჭვს იწვევს.

„პუტინმა თავადაც არაერთხელ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის აწარმოებს მოლაპარაკებებს ზელენსკისთანაც, ამასთან ერთად, შეთანხმებების იურიდიული დაფიქსირება სერიოზულ განხილვას ექვემდებარება, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც მიუთითებს თავად ზელენსკის ლეგიტიმურობის გასაჩივრების შესაძლებლობაზე“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor