• March

    7

    2025
  • 71
  • 0
დიმიტრი პესკოვი – ევროკავშირის მილიტარიზაციის გეგმებზე საპასუხოდ, რუსეთს შესაძლოა, დასჭირდეს მოქმედება საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

დიმიტრი პესკოვი – ევროკავშირის მილიტარიზაციის გეგმებზე საპასუხოდ, რუსეთს შესაძლოა, დასჭირდეს მოქმედება საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

ევროკავშირის მილიტარიზაციის გეგმებზე საპასუხოდ, რუსეთს, შესაძლოა, დასჭირდეს მოქმედება საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, მოსკოვი პროცესს ყურადღებით აკვირდება, რადგან ევროკავშირი რუსეთს თავის მთავარ მეტოქედ წარმოაჩენს.

პესკოვის მტკიცებით, ევროკავშირის მილიტარიზაცია უმთავრესად რუსეთის წინააღმდეგ ხდება, რაც ღრმა შეშფოთებას იწვევს.

„და, რა თქმა უნდა, ასეთი კონფრონტაციული რიტორიკა და კონფრონტაციული აზროვნება, რომელსაც ახლა ვხედავთ ბრიუსელსა და ევროპის დედაქალაქებში, სერიოზულად ეწინააღმდეგება უკრაინის ირგვლივ მშვიდობიანი მოგვარების პოვნის განწყობას“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე თქვა, რომ სტამბოლის 2022 წლის პროექტი შეიძლება იყოს საწყისი წერტილი უკრაინის კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებისთვის.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor