
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი – კრემლი რუსული ნავთობის შესყიდვასთან დაკავშირებით დელისა და პეკინის ოფიციალურ განცხადებებს ეყრდნობა
კრემლი რუსული ნავთობის შესყიდვასთან დაკავშირებით დელისა და პეკინის ოფიციალურ განცხადებებს ეყრდნობა, – ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ინდოეთი რუსულ ნავთობს აღარ შეისყიდის და იგივე უნდა აიძულონ ჩინეთსაც.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ეს განცხადებები ყველასთვის ხელმისაწვდომია.
„ჩვენ ვხელმძღვანელობთ დელიში ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებებით. ასევე იყო განცხადება პეკინიდან. ეს განცხადებები ყველასთვის ხელმისაწვდომია და სინამდვილეში, სწორედ ამაზე ვართ ორიენტირებულნი“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.





