• August

    30

    2024
  • 73
  • 0

დიმიტრი პესკოვი – მონღოლელ მეგობრებთან შესანიშნავი დიალოგი გვაქვს, ვლადიმერ პუტინის იქ ჩასვლასთან დაკავშირებით არ ვღელავთ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მონღოლეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გამო არ ღელავენ.

კრემლის წარმომადგენელს ჟურნალისტებმა კომენტარი იმ ფაქტის გამო სთხოვეს, რომ მონღოლეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის ხელმომწერი სახელმწიფოა, ხოლო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული.

„არა, არ ვღელავთ. ჩვენ შესანიშნავი დიალოგი გვაქვს ჩვენს მეგობრებთან მონღოლეთიდან“, – განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტი მონღოლეთში ოფიციალური ვიზიტით 3 სექტემბერს ჩავა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor