• July

    10

    2025
  • 49
  • 0
დიმიტრი პესკოვი – რუსეთი არ ფიქრობს, რომ უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი არ ფიქრობს, რომ უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

რუსეთი არ ფიქრობს, რომ უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„როიტერის“ კითხვაზე, შეჩერდა თუ არა უკრაინის სამშვიდობო პროცესი ტრამპის განცხადებებისა და იარაღის მიწოდების განახლების გამო, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა: „არა, ასე არ ვფიქრობ. ამის თქმა არ შეიძლება“.

პესკოვის თქმით, რუსეთი კიევისგან ელოდება სიგნალს, შეუერთდება თუ არა მოლაპარაკებების მესამე რაუნდს, რომელიც პირველად მაისში, სტამბოლში დაიწყო.

„ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ სასურველი იქნებოდა მიზნების მშვიდობიანი პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მიღწევა, მაგრამ ვიდრე ეს არ მოხდება, სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება, რეალობა კი ადგილზე ყოველდღიურად იცვლება“, – განაცხადა პესკოვმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor