• September

    24

    2025
  • 42
  • 0
დიმიტრი პესკოვი – რუსეთი ვეფხვი არ არის, რუსეთი უფრო დათვთან ასოცირდება, „ქაღალდის დათვები“ არ არსებობენ და რუსეთი ნამდვილი დათვია

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი ვეფხვი არ არის, რუსეთი უფრო დათვთან ასოცირდება, „ქაღალდის დათვები“ არ არსებობენ და რუსეთი ნამდვილი დათვია

რუსეთი ვეფხვი არ არის, რუსეთი უფრო დათვთან ასოცირდება, „ქაღალდის დათვები“ არ არსებობენ და რუსეთი ნამდვილი დათვია, – ასე ეხმაურება, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ უკრაინის გაჭიანურებული ომი რუსეთს „ქაღალდის ვეფხვად“ წარმოაჩენს.

დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი ძალიან ფრთხილად მოძრაობს ომის ზონაში დანაკარგების მინიმიზაციის მიზნით, რაც ძალიან კარგად გააზრებული ქმედებებია.

კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ომი მიმდინარეობს და ახლა მისი ყველაზე მწვავე ეტაპია. პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი კვლავ მზადაა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად, თუმცა შეხვედრის მომზადების გარეშე ეს „წარუმატებლობისთვის განწირული პიარაქცია“ იქნება.

კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, ტრამპი ბიზნესმენია და ის ცდილობს, მთელი მსოფლიო აიძულოს, ამერიკული ნავთობი და გაზი უფრო მაღალ ფასად შეიძინოს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor