
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი : ,,რუსეთი შეშფოთებულია და გმობს ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის მკვეთრ ესკალაციას”
,,რუსეთი შეშფოთებულია და გმობს ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის მკვეთრ ესკალაციას”,-განაცხადა, დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანზე დარტყმისთვის ისრაელმა 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.
„დარტყმები ზუსტი და სინქრონიზებული ოპერაციის ნაწილი იყო. პილოტები ჯერ კიდევ უტევენ სამხედრო და ბირთვული პროგრამის სამიზნეებს ირანის სხვადასხვა რაიონში“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ეფიმ დეფრინმა.
ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად კი,ექვსი ირანელი ბირთვული მეცნიერი დაიღუპა, – ამის შესახებ „სიენენი“ ირანის საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმზე“ დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, დაღუპულ მეცნიერებს შორის არიან ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ფერეიდუნ აბასი და ფიზიკოსი მოჰამედ მეჰდი თეირანჩი, რომელიც ასევე ისლამური აზადის უნივერსიტეტის პრეზიდენტი იყო.
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ დაადასტურა, რომ საჰაერო დარტყმების შედეგად რამდენიმე სამხედრო მეთაური და მეცნიერი დაიღუპა.