• February

    25

    2025
  • 61
  • 0
დიმიტრი პესკოვი – რუსეთს აქვს უამრავი იშვიათი მინერალი, რომლებიც აშშ-ს სჭირდება და ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის

დიმიტრი პესკოვი – რუსეთს აქვს უამრავი იშვიათი მინერალი, რომლებიც აშშ-ს სჭირდება და ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის

რუსეთს აქვს უამრავი იშვიათი მინერალი, რომლებიც აშშ-ს სჭირდება და ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ამერიკელებს სჭირდებათ იშვიათი ჭიაღისეული ლითონები. ჩვენ ბევრი გვაქვს. ჩვენ გვაქვს საკუთარი გეგმები სტრატეგიული რესურსების განვითარებისთვის, მაგრამ აქ თანამშრომლობის საკმაოდ ფართო პერსპექტივებია“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

პესკოვის თქმით, ეკონომიკური შეთანხმებების დადებამდე კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

„დღის წესრიგში შემდეგი საკითხი არის უკრაინის კრიზისის მოგვარება და შემდეგ, რადგან თავად ამერიკელებმაც ისაუბრეს ამაზე, დადგება დრო, განვიხილოთ შესაძლო პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია სავაჭრო, ეკონომიკურ და საინვესტიციო თანამშრომლობასთან“, – აღნიშნა პესკოვმა.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევის მონაცემების თანახმად, ჩინეთის, ბრაზილიის, ინდოეთისა და ავსტრალიის შემდეგ რუსეთს მსოფლიოში მეხუთე ადგილი უკავია იშვიათი მინერალების მარაგების მხრივ.

შეგახსენებთ, რომ აშშ და უკრაინა აწარმოებენ მოლაპარაკებებს 500 მილიარდი დოლარის ოდენობის იშვიათ მინერალებთან დაკავშირებით. ტრამპის თქმით, ეს გარიგება საკმაოდ ახლოს არის დასრულებასთან.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor