• September

    22

    2025
  • 54
  • 0
დიმიტრი პესკოვი – სრულიად უსაფუძვლოა ესტონეთის ხელისუფლების ბრალდებები, თითქოს რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვიეს

დიმიტრი პესკოვი – სრულიად უსაფუძვლოა ესტონეთის ხელისუფლების ბრალდებები, თითქოს რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვიეს

სრულიად უსაფუძვლოა ესტონეთის ხელისუფლების ბრალდებები, თითქოს რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვიეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, მოსკოვს ესტონეთის მხრიდან არ გაუგია, რომ მათ აქვთ მტკიცებულებები თავიანთი ბრალდების დასადასტურებლად.

ამასთან, როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რუსი პილოტები ყოველთვის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოქმედებენ.

„ჩვენმა თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო ეს ბრალდებები. ასეთ განცხადებებს უსაფუძვლოდ მივიჩნევთ, რაც დაძაბულობის ესკალაციას ისახავს მიზნად. ეს ცუდია“, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ 19 სექტემბერს სამმა რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor