
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი – ყურადღებით ვაკვირდებით მედიის მიერ ბოლო რამდენიმე დღეში გავრცელებულ ინფორმაციას, მათ შორის ჟენევიდან, თუმცა ოფიციალურად არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ჟენევაში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია.
ამასთან, პესკოვის თქმით, მიმდინარე კვირაში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა დაგეგმილი არ არის.
„არა, ჩვენ ჯერ არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია მოლაპარაკებების შესახებ. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით მედიის მიერ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულ ინფორმაციას, მათ შორის ჟენევიდან, თუმცა ოფიციალურად ჯერ არაფერი მიგვიღია“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, 23 ნოემბერს ჟენევაში აშშ-მა და უკრაინამ კონსულტაციები გამართეს ვაშინგტონის 28-პუნქტიან „სამშვიდობო გეგმაზე“. უკრაინული მედიის ცნობით, ვაშინგტონმა და კიევმა გეგმის უმეტეს ნაწილზე შეთანხმება შეძლეს.




